|
2015-03-26 13:42:53, 494 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერმა ენერგეტიკისა და გარემოს დაცვის სამინისტროებს მოუწოდა, ჰესების მშენებლობის გარემოზე ზემოქმედებასთან დაკავშირებით, განმარტებები გააკეთონ
„გარწმუნებთ, დაუფიქრებლად არ გავაკეთებთ არაფერს, რომ ერთი სიკეთის შემოტანით, მეორე უფრო დიდი სიკეთე დავაზიანოთ“, – ამის შესახებ პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა "ექსპრესნიუსის“ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ჰესების მშენებლობის გარემოზე ზემოქმედებასთან დაკავშირებით, გარემოს დაცვის სამინისტროსგან მეტი განმარტების გაკეთებას ეხებოდა.
მისი თქმით, მთავრობის მიზანია, ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობა უზრუნველყოს. ჰესის მშენებლობა კი, პრემიერის განმარტებით, გარემოს არ აზიანებს და არც მოქალაქეების უფლებებს არღვევს. ირაკლი ღარიბაშვილმა ენერგეტიკისა და გარემოს დაცვის სამინისტროებს მოუწოდა, ნებისმიერი ჰესის მშენებლობის გარემოზე ზემოქმედებასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთოს. „ადამიანებს, რომლებიც ჰესების მშენებლობას სკეპტიკურად უყურებენ, რომლებიც არც გარემოს არ აზიანებს და მითუმეტეს, მოქალაქეების უფლებებს არ არღვევს. თუ განმარტება არ არის საკმარისი, მოვუწოდებ ენერგეტიკისა და გარემოს დაცვის სამინისტროს, რომ ნებისმიერ ჰესთან მიმართებაში, განმარტება გააკეთონ. ჩვენ არასდროს განმარტებაზე უარი არ გვითქვამს. რაც შეეხება გარემოს დაცვის სამინისტროს, თითოეული ჰესის მშენებლობის დროს, ის არის ძალიან ჩასაფრებული. აქ მთელ პროცედურებს გადიან ინვესტორები. გარწმუნებთ, ჩვენ ისე არ გავაკეთებთ არაფერს, დაუფიქრებლად და გაუაზრებლად, რომ ერთი სიკეთის შემოტანით, მეორე უფრო დიდი სიკეთე დავაზიანოთ. პირიქით, ჩვენ ვცდილობთ, უფრო მეტი სიკეთე შევქმნათ. შეიძლება რაღაც სიკეთე დაზიანდეს, მაგრამ ეს ყველაფერი შეფარდებითია და შედარებითია. რაც მთავარია. ეს უნდა იყოს მიმართული მოსახლეობისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის, ენერგო უსაფრთხოება ეს არის ნომერ პირველი ამოცანა“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა. პრემიერის თქმით, ქვეყანაში ენერგოდამოუკიდებლობის მიზნით, ჰესები უნდა აშენდეს, ოღონდ ეს ყველაფერი ისე უნდა განხორციელდეს, რომ გარემოზე ზემოქმედება შესწავლილი იყოს და რაიმე ტიპის კატასტროფა არ მოხდეს. ამასთან, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ იმ ადამიანებთან შეხვედრას გეგმავს, რომლებიც ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ გამოდიან. „ღვთისგან ბოძებული რესურსები გვაქვს და უნდა გამოვიყენოთ. ჩვენ ამ ეტაპზე ჰიდრორესურსების მხოლოდ 18%–ს ვიყენებთ. გვაქვს 26 000 მდინარე და უნიკალური საშუალებები. ასე, რომ ჰესები უნდა ავაშენოთ, უნდა ავაშენოთ მეტი საწარმოები, ეკონომიკა უნდა გაძლიერდეს. რა თქმა უნდა, ყველაფერი უნდა მოხდეს კანონის შესაბამისად, პროცედურების დაცვით და ისე, რომ გარემოს ზემოქმედება იქნას შესწავლილი და თავიდან ავიცილოთ რაიმე კატასტროფა. ხუდონზე ვმუშაობთ. მოსალხეობას განვუმარტავთ, ენერგეტიკის მინისტრი ჩავა, თუ საჭიროა მეც პირადად შევხვდები იმ ადამიანებს, რომლებსაც არ აწყობთ ჰესის მშენებლობა. მთავარი არის კომუნიკაცია. მათ უნდა განვუმარტოთ, რომ ეს არის პრინციპულად მნიშვნელოვანი. ჩვენ დღეს, რომ რამდენიმე ძლიერი ჰესი არ გვქონოდა, საქართველოში დიდი პრობლემები იქნებოდა“, – აღნიშნა პრემიერმა.
ოქროსა და დოლარის მიმდინარე მერყეობა დაფინანსების ოპტიმალური სავალუტო სტრატეგიის ფარგლებში
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის 29-ე ჯაზფესტივალს
თიბისი კონცეპტმა და WM-მა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
მოსკოვში, ოპოზიციურ Новая газета-ს ოფისში ჩხრეკა მიმდინარეობს
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)