22:23 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-25 18:38:57, 1262 ნახვა

პოლიტიკა
პარლამენტში ხვალ მიხეილ ჯანელიძეს მოუსმენენ

მიხეილ ჯანელიძე პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და ევროინტეგრაციის კომიტეტების წევრებთან ბოლო ორი თვის საქმიანობას შეაჯამებს

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2016 წლის 26 დეკემბერს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და ევროინტეგრაციის კომიტეტების წევრებთან შეხვედრას გამართავს.

მათივე ცნობით, მიხეილ ჯანელიძე კომიტეტის წევრებს გააცნობს ბოლო ორი თვის განმალობაში საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გაწეულ საქმიანობას, როგორც ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით, ასევე სხვა საერთაშორისო აქტივობებთან დაკავშირებით. მათ შორის შეაჯამებს ახალი მთავრობის დამტკიცების შემდგომ განხორციელებულ მაღალი დონის მნიშვნელოვან ვიზიტებს.

მინისტრი პარლამენტარებს გააცნობს ვიზალიბერალიზაციის კუთხით გაწეულ სამუშაოებს და მიღწეულ პროგრესს.

მიხეილ ჯანელიძე ასევე შეაჯამებს ნატო-სა და ეუთოს მინისტერიალებს და იმ უპრეცედენტო მხარდაჭერას, რაც ქვეყნისათვის მნიშვნელოვან საკითხებში საქართველომ საერთაშორისო ასპარეზზე მოიპოვა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics