|
2016-12-25 18:13:21, 895 ნახვა
რეგიონი
ზურაბ პატარაძემ ებრალე ხალხს „ხანუქას“ დღესასწაული მიულოცა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ მეუღლესთან სოფიო ბაკურიძესთან ერთად ბათუმის სინაგოგაში შეკრებილ ებრაელ მოქალაქეებს ხანუქის დღესასწაული მიულოცა და პირველი სანთელი აანთო. აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, რეგიონის ხელმძღვანელმა შეკრებილებს სიტყვით მიმართა. მათივე ცნობით, მან ქართველ და ებრაელ ხალხს შორის არსებულ მრავალსაუკუნოვან მეგობრობაზე ისაუბრა. ,,დღეს ჩვენი მრავალსაუკუნოვანი მეგობარი ხალხი სიბნელეზე სინათლის გამარჯვების დღესასწაულს აღნიშნავს. როგორც ბევრ ქართველს, მეც განსაკუთრებული მეგობრობა მაკავშირებს ამ ქვეყანასთან და ვფიქრობ, ეს არის ნამდვილი მაგალითი ძმობისა და ურთიერთგაგების. მიხარია, რომ ჩვენს რეგიონშიც საზეიმოდ აღინიშნება ხანუქის დღესასწაული. გულითა და სულით ვულოცავ ებრაელ ხალხს ამ უდიდეს დღესასწაულს და ვუსურვებ მშვიდობიან, ბედნიერ და წარმატებულ მომავალს“,-განაცხადა პატარაძემ. ხანუქას დღესასწაული გუშინ დაიწყო და რვა დღეს გაგრძელდება. ხანუქას სანთლებს ჩვენს წელთაღრიცხვამდე 164 წელს, მაქაბელთა მიერ, ბერძნულ-სირიული ლაშქრის ტაძრიდან განდევნისა და მისი განახლების აღსანიშნავად ანთებენ. გადმოცემის თანახმად, ბრძოლის დასრულების შემდეგ ებრაელები ტაძარში მივიდნენ, ნახეს იქ მხოლოდ ერთი დღის სამყოფი ზეთი, რომლითაც მენორა, შვიდკანდელა უნდა დაენთოთ. ებრაელთა რწმენით, მოხდა სასწაული და მენორას ერთი დღის სამყოფი ზეთი, 8 დღის განმავლობაში ეყო. ამ მოვლენის აღსანიშნავად, რვასანთლიან შანდალზე, ხანუქიაზე, ებრაელები თითო დღეს, თითო სანთელს ანთებენ. სასანთლეს 9 შტო აქვს, თუმცა მეცხრე სასანთლე დანარჩენი რვის "მსახურია". ღონისძიებას ქალაქ ბათუმის მერი და მთავრობის სხვა წევრებიც ესწრებოდნენ. (NS)
საკრებულოების შუალედურ არჩევნებში მონაწილეობას მხოლოდ ოცნება და ლელო მიიღებს
ეკა კუპატაძე თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებს მხარდაჭერას უცხადებს
შიო III-მ უკრაინაში მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენელ მიტროპოლიტ ონოფრეს ინტრონიზაციის წლისთავი მიულოცა
ვიღაცა მაგრად თამაშობს - დადიანიძის დედა მისი შვილის სახელით გავრცელებულ FB-პოსტებზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)