19:04 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-26 13:04:02, 446 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი: „ნაციონალური მოძრაობა“ არის ჩამოყალიბებული გაურკვეველი სექტა

„ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გამართული აქცია ჩემთვის პირადად სასაცილოა და ამაზე კომენტარსაც ვერ გავაკეთებ“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მედიასთან შეხვედრის დროს განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, "ნაციონალურმა მოძრაობამ" 21 მარტის აქციის ჩასატარებლად რამდენიმე მილიონი დახარჯა.

 „ნაციონალურ მოძრაობის“ მსოფლმხედველობა გაჯერებულია სიცრუით, ტყუილით, აგრესიით, ძალადობით, სადიზმითა და სისასტიკით. ეს არის ძალიან მოკლე აღწერილობა ნაციონალური მართველობის 9 წლიანი საქმიანობის. ის ფაქტი, რომ მათ გამართეს აქცია და მოითხოვეს საქართველოს აბსოლუტური უმრავლესობის მიერ არჩეული მთავრობის გადადგომა, ეს სასაცილოა ჩემთვის პირადად, ამაზე სერიოზულ კომენტარსაც კი ვერ გავაკეთებ. ეს არის კიდევ ერთხელ დემონსტრირება იმისა, რომ ეს ადამიანები არიან უკვე ჩამოყალიბებული გაუგებარი სექტა, რომლებიც აბსოლუტურად არ არიან ორიენტირებულები ქვეყნის განვითარებაზე, პირიქით მათი ამოცანაა შემოიტანონ არეულობა და  შფოთვა, მითუმეტეს, როცა მათ აქვთ ამის საშუალება. მათ აქვთ ყველაზე მძლავრი მედია საშუალება და ჰყავთ დესტრუქციული ძალები, რომლებიც ცდილობენ კანონს გარეთ არეულობა შემოიტანონ მოსახლეობაში, მაგრამ მათ სახელმწიფო გასცემს ადეკვატურ პასუხს, კანონის ფარგლებში. სახელმწიფო იქნება ძალიან დაუნდობელი კანონის ფარგლებში რა თქმა უნდა. მათ ჰქონდათ უფლება ჩაეტარებინათ აქცია, ძალით მოგროვილი და ფულით დაგეგმილი აქცია. ხალხმა უნდა გაიგოს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ არავითარი შანსი არ აქვს, რომ საქართველოში რაიმე პროცესები შეაფერხონ. განვითარებას წინ ვერაფერი ვერ დაუდგება, სახელმწიფო არის მოწოდების სიმაღლეზე და არ დავუშვებთ რაიმე შეფერხებასა და არეულობას. ასე, რომ ეს იყო სასაცილო აქცია, განაწყენდა 10 000 კაცი და მოითხოვა მთავრობის გადადგომა, მაგრამ ეს მათი არჩევანია“, - განაცხადა პრემიერმა.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული საპროტესტო აქცია, ერთიანმა“ნაციონალურმა მოძრაობამ“ 21 მარტს „თავისუფლების მოედანზე“, მთავრობის გადადგომის მოთხოვნით გამართა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ოქროსა და დოლარის მიმდინარე მერყეობა დაფინანსების ოპტიმალური სავალუტო სტრატეგიის ფარგლებში
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის 29-ე ჯაზფესტივალს
თიბისი კონცეპტმა და WM-მა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
მოსკოვში, ოპოზიციურ Новая газета-ს ოფისში ჩხრეკა მიმდინარეობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics