2016-12-24 08:42:52, 2886 ნახვა
ეკონომიკა
1 დოლარი 2.7507 ლარი ღირს
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში გამყარდა.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი დღეს, 2.7507 ლარი ღირს, გუშინ კი, მისი შეძენა 2.7710 ლარად იყო შესაძლებელი. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0203 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, 1 ევრო დღეს, 2.8739 ლარი ღირს, გუშინ კი, მისი ღირებულება 2.8999 ლარი იყო. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0260 ლარი შეადგინა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან