22:57 - 03 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-23 23:40:52, 680 ნახვა

სპეციალური ანონსი
24 დეკემბრის სპეციალური ანონსი

24 დეკემბერს, 11:00 საათზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, გიორგი შარვაშიძე ბრიფინგს გამართავს.
თემა: “უნივერსიტეტის განვითარების სტრატეგიული გეგმის დამტკიცება”, “ცვლილებები უნივერსიტეტში”
მის.:ი. ჭავჭავაძის გამზ. #1, თსუ I კორპუსი, 107-ე აუდიტორია

24 დეკემბერს, 12:00 საათზე, ორგანიზაცია Speak Up in Georgia-ს ახალგაზრდების ინიციატივით, ასამდე მოხუცისთვის კამპანია - ,,სიბერეც სიხარულია" გაიმართება. ღონისძიებას საქართველოს პირველი ლედი, მაკა ჩიჩუა გახსნის. 
მის.: სამედიცინო უნივერსიტეტის დისერტაციების დარბაზი ვაჟა ფშაველას #33.
საკონტაქტო ტელ.: 555 51 75 74; 591051601

24 დეკემბერს, 13:00 საათზე, ”სამოქალაქო ჩართულობის ცენტრი” 2016 წლის შემაჯამებელ და პროექტის - „გახდი სასამართლოს მეგობარი“ შუალედურ ღონისძიებას გამართავს. 
მის.: თბილისი, ა.ბელიაშვილის ქუჩა #75, სასტუმრო ”კრუიზი” 
საკონტაქტო პირი: ლაშა გიორგაძე 597 79 73 11, შოთა როსტომაშვილი 577 05 61 17 

24 დეკემბერს, 13:00 საათზე, “ტრანსპორტისა და გზების ასოციაცია” ბავშვთა საგზაო უსაფრთხოების შესახებ პრეზენტაციას გამართავს. 
პრეზენტაციას დაესწრებიან თბილისის მერიის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, განათლების სამინისტროს, ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, ასევე ექსპერტები და არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები.
მის.: პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

24 დეკემბერს, 13:00 საათზე, ”საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია” ქარტიის წევრთა საერთო კრებას გამართავს, სადაც ქარტიის მიერ განხორციელებულ აქტივობებს განიხილავენ, აირჩევენ საბჭოს სამ ახალ წევრს, ახალ თავმჯდომარეს. გამოვლინდებიან ”ქარტიის პრიზი 2016”-ის გამარჯვებულები 5 ნომინაციაში.
საკ. ტელ.: 593 421 855

24 დეკემბერს, 13:00 საათზე, მთავრობის კანცელარიასთან, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები საგზაო უსაფრთხოების აქციას/მსვლელობას გამართავენ.

24 დეკემბერს, 14:00 საათზე, საკონსტიტუციო კომისიის პირველი სხდომა გაიმართება.
მის.: თბილისი, სასტუმრო ”რედისონ ბლუ ივერია” 

24 დეკემბერს, 15:00 საათზე, სასტუმრო ”ვინოტელში”, ნავთობკომპანია ”გალფის” წარმომადგენლები და განათლების და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ ბავშვებს სასწავლო სტიპენდიებს გადასცემენ. 
მის.: ელენე ახველდიანის აღმართი #4 ; სასტუმრო "ვინოტელი" 

24 დეკემბერს, 16:00 საათზე, იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმში, გამოფენა - „იდენტურობის ფორმირება“ გაიხსნება.
მის.: სიონის ქუჩა #8; იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმი (ქარვასლა)

24 დეკემბერს, 19:30 საათზე, ოპერის სახელმწიფო თეატრში, ებრაული დღესასწაული ხანუქა აღინიშნება.
ისრაელის დელეგაციის მონაწილეობით, საზეიმო ვითარებაში ხანუქას პირველი სანთელი აინთება. ღონისძიებას დაესწრებიან საქართველოს-პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, პარლამენტარები, საქართველოში ისრაელის ელჩი შაბთაი ცური. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სერგეი კირიენკო: რუსეთი მტკიცედ უჭერს მხარს აფხაზეთის სუვერენულ განვითარებას
ელენე ხოშტარია: „ქართული ოცნების“ იზოლაცია შემდგარი ფაქტია
გრიგოლ ბესელია, მზია ამაღლობელის საქმის მოწმე, შსს-ს თანამშრომელი აღარაა
საპატრიარქომ წმინდა სინოდის სხდომის ოქმი გამოაქვეყნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics