19:43 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-23 17:49:37, 701 ნახვა

საზოგადოება
GDI-ის იურისტები თეონა ბერიძის მიმართ განხორციელებული დისკრიმინაციის ფაქტს ადგილზე შეისწავლიან

„საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა" (GDI) მეთორმეტეკლასელი გოგონას რელიგიის ნიშნით დისკრიმინაციის თაობაზე განცხადებას ავრცელებს.

არასამთავრობო ორგანიზაციის ინფორმაციით, „სამხრეთის კარიბჭემ" გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვით, ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხის საჯარო სკოლის დირექტორმა ნათია რეხვიაშვილმა მეთორმეტე კლასში მისაღებად თეონა ბერიძეს ჰიჯაბის მოხდა მოსთხოვა. მათი ინფორმაციით, მსგავსი მოთხოვნა არღვევს  კონსტიტუციის მე-19 მუხლით აღიარებულ რელიგიის თავისუფლებას და ამავდროულად დისკრიმინაციულია.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის" იურისტები ადგილზე შეისწავლიან თეონა ბერიძის მიმართ განხორციელებული დისკრიმინაციის ფაქტს და სამართლებრივ დახმარებას აღმოუჩენენ მას.

"ექსპრენიუსი" GDI-ის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"2016 წლის 23 დეკემბერს ინტერნეტგამოცემა „სამხრეთის კარიბჭემ" გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვით, ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფ. მოხის საჯარო სკოლის დირექტორმა ნათია რეხვიაშვილმა მეთორმეტე კლასში მისაღებად თეონა ბერიძეს ჰიჯაბის მოხდა მოსთხოვა. 
 
მსგავსი მოთხოვნა არღვევს  კონსტიტუციის მე-19 მუხლით აღიარებულ რელიგიის თავისუფლებას და ამავდროულად დისკრიმინაციულია.
 
„ზოგადი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის მე-18 მუხლის თანახმად:
 
„1. მოსწავლეს, მშობელს და მასწავლებელს კანონით დადგენილი წესით აქვთ რწმენის, აღმსარებლობისა და სინდისის თავისუფლება, ნებისმიერი ან არც ერთი რწმენისა თუ მსოფლმხედველობის ნებაყოფლობით არჩევის და შეცვლის უფლება.
2. დაუშვებელია, მოსწავლეს, მშობელს და მასწავლებელს დაეკისროთ ისეთი ვალდებულებების შესრულება, რომლებიც ძირეულად ეწინააღმდეგება მათ რწმენას, აღმსარებლობას ან სინდისს, თუ ეს არ ლახავს სხვათა უფლებებს, ან ხელს არ შეუშლის ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული მიღწევის დონის დაძლევას."
 
ზემოაღნიშნული ნორმა, ისევე, როგორც კონსტიტუცია, აღიარებს და იცავს მუსლიმი მოსწავლეების უფლებას, სასწავლო პროცესის დროსაც ატარონ მუსლიმი ქალების ტრადიციული თავსაბურავი, რაც ბევრი მათგანისთვის რწმენისა და აღმსარებლობის განუყოფელი ნაწილია.
 
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის იურისტები ადგილზე შეისწავლიან თეონა ბერიძის მიმართ განხორციელებული დისკრიმინაციის ფაქტს და სამართლებრივ დახმარებას აღმოუჩენენ დისკრიმინაციის მსხვერპლს.
 
განსაკუთრებით საგულისხმოა, რომ აღნიშნული ინციდენტი დაფიქსირდა სოფელ მოხეში, რომელიც მუსლიმი თემის დისკრიმინაციის გამო არაერთხელ გამხდარა ყურადღების საგანი[1]. მოხეს მუსლიმი თემი, რომელიც სოფლის მოსახლეობის უმრავლესობას შეადგენს, წლების განმავლობაში ითხოვს ისტორიული მეჩეთის შენობის დაბრუნებას ან მინიმუმ მის კონსერვაციას, განადგურების თავიდან არიდების მიზნით, თუმცა უშედეგოდ", - წერია განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის ინტერესთა სექცია: დავასუფთავეთ კუკიის სასაფლაოზე მდებარე სამამულო ომის მემორიალი
ზურაბიშვილი პარტიების აკრძალვაზე: ოცნებას კონკურენციის და დემოკრატიის უნარი არ გააჩნია
ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე განაჩენი 6 მაისს გამოცხადდება
სასკოლო ფორმებზე 45 მილიონამდე ლარის ღირებულების გამარტივებული შესყიდვა გამოცხადდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics