17:23 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-26 12:17:13, 302 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერი ყველა მინისტრის მუშაობით კმაყოფილი არ არის

„ამ ეტაპზე არც ერთი მინისტრის განთავისუფლება არ იგეგმება“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მედიასთან შეხვედრისას განაცხადა.

თუმცა, როგორც პრემიერმა აღნიშნა, ყველა მინისტრით კმაყოფილი არ არის.

„ამ ეტაპზე არ იგეგმება არცერთი მინისტრის გადახედვა გათავისუფლება, მსგავს სენსაციას უახლოეს პერიოდში არ გპირდებით. ამასთან ერთად, რომ გითხრათ ყველა მინისტრის მუშაობით კმაყოფილი ვარ მეთქი, ალბათ არ იქნება გულწრფელი ნათქვამი. მე პირველ რიგში საკუთარ თავს ვთხოვ უფრო მეტს, მაქსიმუმის გაკეთება უნდა შევძლთ და იგივე მოწოდებები მაქვს მინისტრებისადმი. მინისტრების მიმართ მოთხოვნა რაც მაქვს, ეს არის მეტი ინიციატივა აიღონ მათ, მეტი აქტიურობისკენ მოვუწოდებ. მაქსიმალურად უნდა დავიხარჯოთ ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი ხალხისთვის“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვში, ოპოზიციურ Новая газета-ს ოფისში ჩხრეკა მიმდინარეობს
კაცი, რომელსაც პარლამენტთან პოლიციამ ბორკილები დაადო, ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული
ოპოზიციის ალიანსი: 9 აპრილი სიმბოლოა, რომ ქართველები თავისუფლებისთვის ბრძოლას არ შეწყვეტენ
მაგთიკომი: ინტერნეტის გათიშვა გლობალურ ქსელზე შექმნილმა პრობლემამ გამოიწვია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics