2016-12-23 16:52:32, 2396 ნახვა
ეკონომიკა
ლარი დოლართან მიმართებაში გამყარებას განაგრძობს
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში გამყარდა.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი ხვალ, 2.7507 ლარი ეღირება, დღეს კი, მისი შეძენა 2.7710 ლარად არის შესაძლებელი. კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0203 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, 1 ევრო ხვალ, 2.8739 ლარი ეღირება, დღეს კი, მისი ღირებულება 2.8999 ლარია. შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0260 ლარი შეადგინა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან