19:43 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-23 13:52:20, 1202 ნახვა

საზოგადოება
„ენერგო-პრო ჯორჯიას“ კუთვნილ 9 ჰიდროელექტროსადგურს წარმოების ტარიფი შეუმცირდა, ერთს კი გაეზარდა

 სემეკმა „ენერგო-პრო ჯორჯიას“  მფლობელობაში  მყოფ ჰიდროელექტროსადგურების ელექტროენერგიის წარმოების ტარიფთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო.

9 ჰიდტროელექტროსადგურს, ასევე "ზაჰესს" 2017 წლის ელექტროენერგიის  წარმოების ტარიფი შეუმცირდა, ხოლო ერთს-„აწჰესს“ გაეზარდა.

 აწჰესის  ტარიფი  2016 წელს 1კვტ/სთ - 4.067 თეთრია, 2017 წელს - 5.865 თეთრი იქნება. რიონჰესის  2016 წელს  1კვტ/სთ - 3.827 თეთრია, 2017 წელს  3.301 თეთრი იქნება. საცხენჰესის მოქმედი ტარიფი  1 კვტ/სთ - 6.170 თეთრია, მომავალ წელს იქნება - 5.521 თეთრი. ჩითახევჰესის  1 კვტ/სთ- 3.933 თეთრია, 2017 წელს იქნება- 3.807 თეთრი. ძევრულჰესის 1 კვტ/სთ - 2.764 თეთრია, 2017 წელს  2.616 თეთრი იქნება. გუმათჰესის  მოქმედი ტარიფია 1 კვტ/სთ- 2.385 თეთრი, 2017 წელს იქნება-2.004 თეთრი. ლაჯანურჰესის წარმოების დღეს არსებული  ტარიფია  1კვტ/სთ - 2.064 თეთრი, 2017 წელს იქნება 1.593 თეთრი. შაორჰესის მოქმედი ტარიფია   1კვტ/სთ - 2.586 თეთრი, 2017 წელს იქნება  1.933 თეთრი. ორთაჭალჰესის  - 1კვტ/სთ - 2.500 თეთრია, 2017 წელს  2.325 თეთრი იქნება. ,,ზაჰესის"   2017 წლის ელექტროენერგიის წარმოების ტარიფი  4.781 თეთრი იქნება, მოქმედი ტარიფი კი   1 კვტ/სთ - 5.225 თეთრია.

 სემეკის წევრის, გოჩა შონიას განმარტებით, „აწჰესისთვის“ წარმოების ტარიფის გაზრდა იმის გამო მოხდა, რომ კომპანიამ მსხვილი ინვესტიცია განახორციელა.

რაც შეეხება, სამომხმარებლო ტარიფს, ამასთან დაკავშირებით, სემეკი ორშაბათს იმსჯელებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის ინტერესთა სექცია: დავასუფთავეთ კუკიის სასაფლაოზე მდებარე სამამულო ომის მემორიალი
ზურაბიშვილი პარტიების აკრძალვაზე: ოცნებას კონკურენციის და დემოკრატიის უნარი არ გააჩნია
ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე განაჩენი 6 მაისს გამოცხადდება
სასკოლო ფორმებზე 45 მილიონამდე ლარის ღირებულების გამარტივებული შესყიდვა გამოცხადდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics