19:43 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-23 12:17:05, 889 ნახვა

საზოგადოება
სემეკის სხდომაზე „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მფლობელობაში არსებული ჰიდროელექტროსადგურების ტარიფებს განიხილავენ

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისიის სხდომა მიმდინარეობს, რომელზეც „ენერგო-პრო ჯორჯიას“  მფლობელობაში არსებულ ჰიდროელექტროსადგურების წარმოების ტარიფებს განიხილავენ.

სემეკის წევრის, გოჩა შონიას განცხადებით, ჰიდროელექტროსადგურების მხრიდან წარმოების ტარიფის ზრდასთან დაკავშირებით, მოთხოვნა არ ყოფილა, ვინაიდან დღეს გეგმიური გადახედვა ხდება.

„ეს არის გეგმიური გადახედვა, მოთხოვნა არცერთ კომპანიას ტარიფთან მიმართებაში არ აქვს. ვიხილავთ „ენერგო-პრო ჯორჯიას“  მფლობელობაში არსებული ჰიდროელექტრო სადგურების ტარიფებს, მანამდე  თბოელექტროსადგურების ტარიფებს, გადაცემა-დისპეჩერიზაციის ტარიფებს. თითქმის ყველა კომპონენტი განვიხლიეთ და მივიღეთ გადაწყვეტილება. ჰიდროელექტროსადგურების ნაწილი დიდ გავლენას ახდენს შესყიდვების კომპონენტზე. მნიშვნელოვანია, როგორი გადაწყვეტილება იქნება მიღებული და რა სახით წარმოადგენს ტარიფების დეპარტამენტი აღნიშნულ სატარიფო განაცხადებს. კომპანიას აქვს თავისი მოსაზრება კონკრეტულ ხარჯებთან მიმარეთებაში, შესაბამისი დეპარტამენტის  მხრიდან  კომისია შეაჯერებს როგორც დეპარტამენტის მოსაზრებებს, ასევე კომპანიის მოსაზრებებს და მიიღებს გადაწყვეტილებებს“, - განაცხადა გოჩა შონიამ.

კითხვაზე - ტარიფების დეპარტამენტის პოზიცია არის თუ არა ის,  რომ წარმოების ტარიფის გაზრდა ჰიდროელექტროსადგურების შემთხვევაშიც საჭიროა, შონიამ აღნიშნა, რომ ეს სხდომის მიმდინარეობისას გახდება ცნობილი.

მისივე განმარტებით, ჰიდროელექტროსადგურებთან მიმართებაში ლარის კურსს გავლენა არ აქვს.

„რადგან ისინი წყალზე მუშაობენ, კურსი ძირითადად თბოელექტროსადგურებთან მიმართებაში მუშაობს“,-განაცხადა გოჩა შონიამ. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის ინტერესთა სექცია: დავასუფთავეთ კუკიის სასაფლაოზე მდებარე სამამულო ომის მემორიალი
ზურაბიშვილი პარტიების აკრძალვაზე: ოცნებას კონკურენციის და დემოკრატიის უნარი არ გააჩნია
ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე განაჩენი 6 მაისს გამოცხადდება
სასკოლო ფორმებზე 45 მილიონამდე ლარის ღირებულების გამარტივებული შესყიდვა გამოცხადდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics