|
2016-12-23 11:29:40, 921 ნახვა
საზოგადოება
აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო აქტიური თანამშრომლობისთვის დაჯილდოვდა
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზაალ მიქელაძე და სოციალური დაცვის დეპარტამენტის უფროსი ლელა სურმანიძე, ორგანიზაციის - „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებისათვის“ ყოველწლიურ დაჯილდოებას დაესწრნენ. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, არასამთავრობო ორგანიზაციამ მადლობის სიგელები იმ სამთავრობო და არასამთავრობო დაწესებულებებს გადასცა, რომლებიც ორგანიზაციასთან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე 2016 წელს თანამშრომლობდნენ. აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო შშმ პირთა მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ახორციელებს რამდენიმე პროგრამას: 1. ცერებრალური დამბლით დაავადებულ ბავშვთა ფსიქოსომატური აბილიტაცია/რეაბილიტაცია; 2. შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვთა სოციალური ადაპტაცია; 3. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და ხანდაზმულ პირთა გადაადგილების საშუალებებით უზრუნველყოფა; 4. სმენადაქვეითებულ მოქალაქეთა სმენის აპარატებით უზრუნველყოფა. 2016 წელს, აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ახალ პროგრამას -„ბავშვთა ადრეული განვითარება“ ახორციელებს. პროგრამის მიზანია გონებრივი განვითარების შეფერხების მქონე ბავშვების განვითარების სტიმულირება და სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობა. პროგრამით გაწეული მომსახურება ბენეფიციარებს დაუფინანსდებათ მომსახურების ღირებულების 100%-ით.
(NS)
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)