04:07 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-22 12:13:32, 878 ნახვა

რეგიონი
აჭარაში დღეს საუკეთესო ტურისტული ობიექტები დაჯილდოვდება

აჭარაში დღეს ტურიზმის ინდუსტრიის საუკეთესო სერვისის მქონე ობიექტები დაჯილდოვდება. დაჯილდოების ცერემონია „მაგნოლია 2016“ სასტუმრო ინტურისტში, საღამოს 7 საათზე დაიწყება.

აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით, ღონისძიებას ტურიზმის ინდუსტრიის, სამთავრობო და არასამთავრობო სექტორის 200-მდე წარმომადგენელი დაესწრება.

მათივე ცნობით, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით „მაგნოლია 2016“ მეორედ ტარდება.

ღონისძიების მიზანი რეგიონში ტურიზმის დარგის სტიმულირება და გაუმჯობესებაა.

ღონისძიებაზე 10 ნომინაციაში დაჯილდოვდება საუკეთესო საერთაშორისო ბრენდული სასტუმრო, სასტუმრო, სასტუმრო-საოჯახო სახლი სოფლად, რესტორანი, ტურისტული ატრაქცია, მუზეუმი, გიდი, ტურისტული სააგენტო, ტურისტული მარშრუტი და ახალი ტურისტული პროდუქტი.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა გამარჯვებულები მომხმარებელთა კვლევისა და ტურიზმის სექტორის გამოკითხვების შედეგად გამოავლინა. მომხმარებელთა კვლევა პირისპირ და ონლაინ კვლევის მეთოდით სამი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და ჯამში 1200 ტურისტი/მომხმარებელი გამოიკითხა.  კვლევა ასევე ითვალისწინებდა Trip Adviser-ზე, Booking.com-სა და Facebook.com-ზე ტურისტების შეფასებებს.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი საუკეთესო სერვისის მქონე ტურისტული ობიექტების გამოვლენისას მომხმარებლის კვლევის გარდა ტურისტული სააგენტოების, განთავსებისა და კვების ობიექტების, გიდებისა და სატრანსპორტო კომპანიების შეფასებებიც გამოიყენა. საუკეთესოს გამოვლენისას დეპარტამენტმა ასევე გაითვალისწინა პროექტის „რეკომენდებულია ტურიზმის დეპარტამენტის მიერ“ შედეგები. დღეს, საღამოს კი გაირკვევა რომელ ტურისტულ ობიექტებს გააჩნია აჭარაში მომხმარებელთა/ტურისტთა მაღალი შეფასებები და ტურისტული სექტორის ნდობა.

(NS)

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics