18:11 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-22 12:01:20, 989 ნახვა

საზოგადოება
ბათუმის იუსტიციის სახლში JUSTcafe გაიხსნა

JUSTcafe -ს მომსახურება თბილისის შემდეგ ამჯერად ბათუმის იუსტიციის სახლში მისული მომხმარებლებისთვისაც გახდა ხელმოსაწვდომი. 

იუსტიციის სახლის აღმასრულებელმა დირექტორმა  გივი აზაურაშვილმა ბათუმში  JUSTcafe გახსნა. JUSTcafe ბათუმის იუსტიციის სახლში განთავსებული კომფორტული კაფეა. მას უნიკალურობას ორმაგი ფუნქცია სძენს. ადგილობრივ და უცხოელ სტუმარს, ფინჯანი ყავისა თუ კაფის სამზარეულოს დაგემოვნების პარალელურად, შეუძლია ისარგებლოს იუსტიციის სახლის მომსახურებით - დააფიქსიროს მოთხოვნა ამა თუ იმ სერვისზე, მიიღოს კვალიფიციური კონსულტაცია, თუ მზა დოკუმენტი.

განაცხადის მიღებას, მომსახურებისთვის საჭირო ყველა თანამედროვე საშუალებით, კაფეში მყოფი ოპერატორები განახორციელებენ.

JUSTcafe იუსტიციის სახლის სერვისებით დაინტერესებული სტუმრებისთვის იმუშავებს ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, 09:00-დან 18:00 საათამდე.

ბათუმის იუსტიციის სახლის JUSTcafe-ში გაიცემა შემდეგი სერვისები: საქართველოს მოქალაქის ბიომეტრული პასპორტი; საქართველოს მოქალაქის პირადობის ელექტრონული მოწმობა; მუდმივი და დროებითი ბინადრობის ელექტრონული მოწმობა; დაბადების და ქორწინების რეგისტრაცია; ID რეგისტრაცია; სულადობის და საინფორმაციო ცნობა.

აღსანიშნავია, რომ ადგილზე მოხდება პირადობის მოწმობის თუ პასპორტისთვის აუცილებელი ფოტო-სურათის გადაღებაც.

გარდა ამისა, ბიზნესისა და ქონების რეგისტრაციასთან დაკავშირებული მომსახურებები: ახალი სუბიექტის რეგისტრაცია; რეგისტრაციის გაუქმება; საქმიანობის რეგისტრაცია/ცვლილება/გაუქმება; ინფორმაცია მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრიდან; ცნობა/ინფორმაცია საჯარო სამართლებრივი შეზღუდვის შესახებ;  რეგისტრირებულ მონაცემებში ტექნიკური ხარვეზის შესწორება; ცვლილების რეგისტრაცია; ამონაწერის მომზადება; საკუთრების უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე გარიგების/ჩუქების/გაცვლის/სამისდღემშიო რჩენის/იურიდიული პირის საწესდებო კაპიტალში შეტანის/სასამართლო (საარბიტრაჟო) აქტის საფუძველზე; იპოთეკის რეგისტრაცია უძრავ ნივთზე და სხვა.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სასკოლო ფორმებზე 45 მილიონამდე ლარის ღირებულების გამარტივებული შესყიდვა გამოცხადდა
ივანიშვილის პარლამენტმა სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას მხარი დაუჭირა
გაერო: აშშ-ისრაელის საბრძოლო მოქმედებების დაწყებიდან, ირანში 21 ადამიანი სიკვდილით დასაჯეს
ხაბაროვსკის მხარეში ბუჩას ხოცვა-ჟლეტაში მონაწილე გენერლის აფეთქების მცდელობა იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics