|
2015-03-26 10:02:57, 486 ნახვა
პოლიტიკა
მარგველაშვილი: საქართველოს, როგორც დემოკრატიული ქვეყნის წინაშე ბევრი გამოწვევა დგას
„საქართველოს, როგორც დემოკრატიული ქვეყნის წინაშე ბევრი გამოწვევა დგას“, - ამის შესახებ საქარათველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საერთაშორისო კონფერენცია "დემოკრატიის არსი: საგარეო, ეკონომიკური და უსაფრთხოების პოლიტიკის არჩევანი რეგიონში" სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისივე თქმით, სხვა ქვეყნებთან შედარებით, საქართველოს ევროპული არჩევანი უფრო დრამატულია. „ასეთი ღონისძიებები, როდესაც ერთად იკრიბება ბრწყინვალე მოაზროვნეები, რომ განიხილონ ქვეყნის, დემოკრატიისა და რეგიონის მომავალი, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენი საზოგადოების განვითარებისათვის, იმ ძირითად კითხვებსა და გამოწვევებზე პასუხისათვის, რაც დგას ჩვენი საზოგადოების წინაშე. დემოკრატიის განვითარება, საქართველოს უფრო სტაბილურ, დემოკრატიულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბება, რათა ჩვენმა ქვეყანამ განახორციელოს მისი განსაკუთრებული როლი რეგიონში, არის ის, რაზეც ჩვენ ვფიქრობთ და ვმსჯელობთ ყოველდღიურად. საქართველო არის კარიბჭე აღმოსავლეთით მდებარე მრავალი სახელმწიფოსათვის - კავკასიის რეგიონის, კასპიის ზღვის აუზის და სხვა შორეული აღმოსავლეთის ქვეყნებისათვის. ჩვენ მათ ვაძლევთ მრავალმხრივ შესაძლებლობას, რომ დაუკავშირდნენ ევროპას, და ვართ ხიდი ევროპასა და აზიას შორის. საქართველო ამ მნიშვნელოვან როლს ასრულებს უკვე მრავალი საუკუნეა. ამავდროულად, ჩვენი, როგორც დემოკრატიული ქვეყნის მომავალი, მრავალი გამოწვევის წინაშე დგას. ეს გამოწვევები ბუნებრივია განვითარებადი საზოგადოებისა და დემოკრატიისათვის, რაც ასევე ხდება სხვა დემოკრატიულ სახელმწიფოებშიც. თუმცა საქართველოში ეს გამოწვევები არის უფრო დაძაბული, დრამატული და მეტ გავლენას ახდენს ქვეყნის, აქედან გამომდინარე რეგიონის მომავალზე. მთავრობის, საზოგადოების განვითარება, თავისუფლებათა და სხვადასხვა პოლიტიკურ მიმართულებათა შორის ბალანსის ძიება და უფრო დინამიურ პროცესში ჩაბმა, არის ის რაზეც ყველა გამუდმებით ვფიქრობთ. საქართველო მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს ამ მიმართულებით, ვმონაწილეობთ ძალიან დინამიურ პოლიტიკურ პროცესებში და გვაქვს მუდმივი მსჯელობა, თუ როგორ განვავითაროთ ხელისუფლება და გავხადოთ ქვეყანა კიდევ უფრო დემოკრატიული. კიდევ ერთხელ მოგესალმებით და გისურვებთ წარმატებულ და ნაყოფიერ მუშაობას", - განაცხადა მარგველაშვილმა. ცნობისთვის, ორდღიანი კონფერენცია სტენფორდის უნივერსიტეტის დემოკრატიის, განვითარებისა და კანონის უზენაესობის ცენტრისა (CDDRL) და საქართველოს ეკონომიკური პოლიტიკის კვლევითი ცენტრის მჭიდრო თანამშრომლობით თბილისში უკვე მეორე წელია იმართება. კონფერენციის მიზანია ერთი მხრივ დემოკრატიული რეფორმების სფეროში საქართველოს გამოცდილების მსოფლიოსთან გაზიარება და მეორე მხრივ მსოფლიოს გამოცდილების საუკეთესო მაგალითების შესწავლა და დანერგვა ქვეყანაში. ღონისძიების პირველ პანელში სახელმწიფოს მეთაურთან ერთად საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, უმაღლესი რანგის საერთაშორისო ექსპერტები და ადგილობრივი პოლიტიკური პარტიების ლიდერები მიიღებენ მონაწილეობას. ქვეყნის პირველი პირი დამსწრე საზოგადოების შეკითხვებსაც უპასუხებს. საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში კონფერენციის მონაწილეებისათვის ოფიციალური მიღებაც გაიმართება.
ტრამპმა კვლავ გამოთქვა სურვილი შტატ ნიუ-მექსიკოს „ახალი ამერიკა“ დაარქვას
კრემლმა ჩინეთისთვის გაზის ფასდაკლება 56%-მდე გაზარდა
უკრაინამ ვლადიმირში, Yandex-ის ერთ-ერთი უდიდესი მონაცემთა ცენტრის ხუთ შენობაში იერიში მიიტანა
ნატოს ქვეყნები უკრაინაში ჯარების განლაგებასთან დაკავშირებით წვრთნებს ჩაატარებენ
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
Z-ბლოგერებმა უარყვეს რუსეთის გენერალური შტაბის მტკიცება, რომ მათ დონეცკის ოლქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი დაიკავეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)