23:02 - 03 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-21 22:36:03, 662 ნახვა

სპეციალური ანონსი
22 დეკემბრის სპეციალური ანონსი

22 დეკემბერს, 09:00 საათზე, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართება. 

22 დეკემბერს, 10:00 საათზე, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი სომხეთის თავდაცვის მინისტრს ვიგენ სარგსიანს შეხვდება
თბილისი, ბაგრატოვანთა დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი 309-310)

22 დეკემბერს, 10:30 საათზე, საქართველოს პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა ჩატარდება.
ქუთაისი, დარბაზი N304

22 დეკემბერს, 11:00 საათზე, "ფრონტლაინ კლუბში" „საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია“ და „გაეროს ბავშვთა ფონდი“ გამართავს ბავშვთა საკითხების გაშუქების მედიამონიტორინგის ანგარიშის პრეზენტაციას. ამასთან, გაიმართება ბავშვთა საკითხების გაშუქების სახელმძღვანელო წესებისა და შემთხვევათა ანალიზის პრეზენტაცია.
საკონტაქტო პირი ნატა ძველიშვილი - 593421855

22 დეკემბერს, 12:00 საათზე, საპატრიარქოში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება. 

22 დეკემბერს, 12:30 საათზე, 53-ე საჯარო სკოლასთან, ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის ორგანიზებით, ბავშვთა საგზაო უსაფრთხოების პრობლემაზე აქცია გაიმართება. 
თემა: საგზაო მოძრაობისას ბავშვებში ტრავმატიზმისა და სიკვდილიანობის გაზრდილი შემთხვევები.

22 დეკემბერს, 13:00 საათზე, სასტუმრო „თბილისი მერიოტში“ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე მომუშავე, კვალიფიციური პარტიების საკოორდინაციო საბჭოს სამუშაო შეხვედრა გაიმართება. 
დარბაზი სანადიმო
საკონტაქტო პირი გიორგი ახვლედიანი - 591 779898

22 დეკემბერს, 14:00 საათზე, მერაბ კოსტავას სახლმუზეუმში ჩატარდება უზენაესი საბჭოს წევრების ბრიფინგი, რომელიც მიეძღვნება 1991-92 წლებში სახელმწიფო შეიარაღებული გადატრიალების 25 წლისთავს. 

22 დეკემბერს, 17:00 საათზე, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრში, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე ნატო-ში და ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხებზე მრჩეველთა საბჭოების წევრებს შეხვდება.

22 დეკემბერს, 17:00 საათზე, სასტუმრო „ბილტმორ თბილისში“ “ქალთა საინფორმაციო ცენტრის” ორგანიზებით, პროექტის „გაძლიერებული ქალები მშვიდობისა და განვითარებისთვის“ საზეიმო ღონისძიება გაიმართება. ღონისძიებას გახსნიან პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი, სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი, ადამიანის უფლებათა და გენდერული თანასწორობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის თანაშემწე სოფო ჯაფარიძე, აშშ-ს ელჩის მოადგილე ნიკოლას ბერლინერი და ქალთა საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი - ელენე რუსეცკაია.
მის.: რუსთაველის გამზ. #29

22 დეკემბერს, 18:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსის 214 აუდიტორიაში ლექციების კურსი გაგრძელდება, პროექტის „ქართულ-რუსული დიალოგი მშვიდობისა და თანამშრომლობის“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება გაერთიანებული სამეფოს კონფლიქტის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით. 
თემა: რუსეთი, მოდერნიზებული იმპერია.

22 დეკემბერს, 18:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ლიტერატურული კონკურსის "შემოდგომის ლეგენდა 2016" დაჯილდოების საღამო გაიმართება. 
მის: ი. ჭავჭავაძის გამზ.1, თსუ I კორპუსი, მუზეუმის საგამოფენო სივრცე, III სართული.

22 დეკემბერს, 19:00 საათზე, კაფეში "1904" „მწვანე ალტერნატივა“ და „საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ასოციაცია“ ესპანელი ფოტოგრაფის, როზა ვრუმის ფოტოგამოფენას "ჩვენ ვართ სვანეთი" გამართავს.
მის: პ. ინგოროყვას ქ. #10 (სახელმწიფო კანცელარიის მიმდებარე
ტერიტორია).
საკონტაქტო პირი დავით ჭიპაშვილი - 558 27-72-83

22 დეკემბერს, 20:00 საათზე, აიპ ქართული განათლებისა და ივენთ კომპანია სითი ნიუსი დაჯილდოების ცერემონიას ”პერსონა 2016“ გამართავს.
საკონტაქტო პირი გიგა გაგუა - 571 07 04 08





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სერგეი კირიენკო: რუსეთი მტკიცედ უჭერს მხარს აფხაზეთის სუვერენულ განვითარებას
ელენე ხოშტარია: „ქართული ოცნების“ იზოლაცია შემდგარი ფაქტია
გრიგოლ ბესელია, მზია ამაღლობელის საქმის მოწმე, შსს-ს თანამშრომელი აღარაა
საპატრიარქომ წმინდა სინოდის სხდომის ოქმი გამოაქვეყნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics