09:50 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-21 17:37:10, 2613 ნახვა

მსოფლიო
გერმანიაში უსაფრთხოების ზომები გამკაცრდა - ტერაქტში ეჭვმიტანილ ტუნისელს ეძებენ

გერმანიის პოლიცია 24 წლის ტუნისელს ეძებს, რომელიც ბერლინში საშობაო ბაზრობაზე თავდასხმაშია ეჭვმიტანილი, - ამის შესახებ BBC იუწყება.

როგორც მედია საშუალება წერს, ტუნისის მოქალაქის საბუთები ანის ა.-ს სახელზე სამართალდამცველებმა სატვირთო მანქანაში, მძღოლის სავარძლის ქვეშ აღმოაჩინეს.

პოლიცია არ გამორიცხავს, რომ თავდამსხმელს თანამზრახველები ჰყავდეს და ისინი შეიარაღებულები იყვნენ.

ამასთან, BBC-ის ცნობით, ბერლინში უსაფრთხოების ზომებია გამკაცრებული.

ცნობისთვის, 23 წლის პაკისტანელი მამაკაცი, რომელიც მანამდე იყო დაკავებული, პოლიციამ დაკითხვის შემდეგ გაათავისუფლა.

ამასთან პოლონეთმა თავისი მოქალაქის მკვლელობის გამოძიება დაიწყო. როგორც გერმანული მედია წერს, სატვირთო მანქანის მძღოლი დაუდგენელმა პირმა თავისი მანქანის კაბინაში მოკლა. გამოცემა Bild-ი ცხედრის ექსპერტიზის შედეგებზე დაყრდნობით წერს, რომ მძღოლი, რომელიც მოკლული მგზავრის სვარაძელზე აღმოაჩინეს, ცოცხალი იყო სატვირთო მანქანის საშობაო ბაზრობის შევარდნის მომენტამდე. ექსპერტი ვარაუდობს, რომ მან თავდამსხმელის შეჩერება სცადა, რა დროსაც პოლონეთის მოქალაქეს დანით რამდენიმე ჭრილობა მიაყენეს, რის შემდეგაც ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს.

ბერლინის ცენტრში საშობაო ბაზრობაზე თავდასხმაზე პასუხსიმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფებამ “ისლამურმა სახელმწიფომ” აიღო. ბერლინის ცენტრში, 60 კილომეტრის სიჩქარით მოძრავი სატვირთო მანქანა საშობაო ბაზრობის ტერიტორიაზე შევარდა. დაიღუპა 12 ადამიანი. 48 კი დაშავდა. მომხდარს ტერაქტის კვალიფიკაცია მიენიჭა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რესპუბლიკელებმა დაბლოკეს ირანთან ომთან დაკავშირებით ტრამპის უფლებამოსილების შეზღუდვის მცდელობა
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics