2016-12-21 00:08:29, 487 ნახვა
სპეციალური ანონსი
21 დეკემბრის სპეციალური ანონსი
21 დეკემბერს, 12:00 საათზე, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე, ლევან რაზმაძე სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ ბიზნესმენებთან წლის შემაჯამებელ შეხვედრას გამართავს.
მედიის წარმომადგენლები უნდა მივიდნენ 11:30 საათზე
21 დეკემბერს, 12:00 საათზე, სემეკი ”გარდაბნის თბოსადგურისთვის“, შპს „ჯიფაუერისთვის“, შპს „მტკვარი ენერჯისთვის“, შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციისათვის“ გარანტირებული სიმძლავრის საფასურისა და გარანტირებული სიმძლავრის წყაროს ელექტროენერგიის წარმოების 2017 წლის ტარიფების დადგენის შესახებ იმსჯელებს.
მის: ა. მიცკევიჩის ქ.N19
21 დეკემბერს, 12:00 საათზე, ტექნოპარკში კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Fitch Ratings-ის მიერ მინიჭებული რეიტინგის მნიშვნელობა და 2017 წელს დაგეგმილი საინვესტიციო პროექტები.
21 დეკემბერს, 12:00 საათზე, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომა გაიმართება.
მის: ქუთაისი, დარბაზი N307
21 დეკემბერს, 12:45 საათზე, პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.
მის: ქუთაისი, ბიუროს სხდომათა დარბაზი
21 დეკემბერს, 13:00 საათზე, პარლამენტის რიგგარეშე სესიის სხდომა გაიმართება.
მის: ქუთაისი, პლენარულ სხდომათა დარბაზი
21 დეკემბერს, 13:00 საათზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა საჯარო და კერძო სკოლების დირექტორთა ახლად არჩეული საბჭოს წევრებთან პირველ სამუშაო შეხვედრას გამართავს. საბჭო საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების დირექტორებმა საგანმანათლებლო სისტემის ინტერესთა ჯგუფების გათვალისწინებით პირველად აირჩიეს.
მის.: ჩაიკოვსკის ქ. № 9, 42-ე საჯარო სკოლა
21 დეკემბერს, 14:00 საათზე, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) ACCESS-ის პროექტი, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრთან პარტნიორობით გამართავს შეხვედრა-დისკუსიას მედიაში ანტიდასავლური დეზინფორმაციის გავრცელების პრობლემის საპასუხოდ შესაძლო რეგულირების მექანიზმებზე, რომელსაც სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, ვიქტორ დოლიძე დაესწრება.
მის: შალვა დადიანის ქ. N 2/1
21 დეკემბერს, 15:00 საათზე, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა გაიმართება.
მის: ქუთაისი, დარბაზი N304
21 დეკემბერს, 15:00 საათზე, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომა გაიმართება.
მის: ქუთაისი, დარბაზი N307
21 დეკემბერს, 16:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში ლადო გუდიაშვილის 120 წლის იუბილისადმი მიძღვნილი გამოფენა „ლადო გუდიაშვილი და ქართული მონუმენტური მხატვრობა“ გაიმართება.
მის.: ლადო გუდიაშვილის ქ. #1
21 დეკემბერს, 17:00 საათზე, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ალექსანდრე ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტის დაარსებიდან 70 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო ღონისძიება გაიმართება.
მის: ჭავჭავაძის გამზ. #1, თსუ I კორპუსი, სააქტო დარბაზი
21 დეკემბერს, 18:00 საათზე, ”თიბისი არტ გალერეაში” ოთარ ჩხარტიშვლის ნამუშევრების გამოფენა გაიმართება.
მის.: ”თიბისი ბანკის” სათავო ოფისი, თიბისი არტ გალერეა (მე-2 სართული)
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან