11:03 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-20 17:13:25, 1807 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
„საქმე გვაქვს საზოგადოების განზრახ სიცრუეში შეყვანის მცდელობასთან“ - ზურაბ პატარაძე რეზო ხარაზს პასუხობს

აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე პრემიებთან დაკავშირებით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, რეზო ხარაზის განცხადებას გამოეხმაურა.

როგორც პატარაძემ აღნიშნა, ხარაზის მიერ მოყვანილი ციფრები სიმართლეს არ შეესაბამება.

„პასუხად გვინდა განვაცხადოთ, რომ საქმე გვაქვს საზოგადოების განზრახ სიცრუეში შეყვანის მცდელობასთან. მის მიერ მოყვანილი ციფრები არ შეესაბამება სინამდვილეს. აჭარის ა.რ. მთავრობის აპარატის 2016 წლის დამტკიცებული ბიუჯეტი ჯამში შეადგენდა 3 545 000 ლარს. თუმცა ადმინისტრაციული ხარჯების შემცირების მიზნით წლის ბოლომდე დაგეგმილია ბიუჯეტის 195 000 ლარით შემცირება. სულ, 2016 წელს გაწეული ხარჯები შეადგენს 2 685 706 ლარს, მათ შორის თანამშრომელთა ხელფასი, ოფისის, სამივლინებო, წარმომადგენლობითი, ტრანსპორტის, ტექნიკის, იარაღის მოვლა-შენახვის, კომუნალური და სხვა ხარჯები. რაც შეეხება ხელფასსა და პრემიას. მიმდინარე წელს ხელფასისა და დანამატის სახით გაცემულია 1 878 790 ლარი; პრემიის სახით - 308 640 ლარი. ზემოთქმულიდან გამომდინარე, რ. ხარაზის მიერ მოყვანილ საანგარიშო პერიოდში, 1 იანვრიდან 1 ოქტომბრის ჩათვლით აჭარის ა.რ. მთავრობის აპარატის თანამშრომლებზე გაცემულმა პრემიამ ჯამში შეადგინა არა თუ 2 მილიონ ლარზე მეტი, არამედ 308 640 ლარი“, - განაცხადა პატარაძემ.

ამასთან, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ხაზგასმით აღნიშნა, რომ მას და აპარატის უფროსს პრემიით არცერთხელ არ უსარგებლიათ.

„აჭარის ა.რ. მთავრობის თავმჯდომარესა და აპარატის უფროსს პრემიით არცერთხელ არ უსარგებლიათ. აჭარის ა.რ. მთავრობის აპარატის ბიუჯეტი საჯარო დოკუმენტია და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია მისი გამოთხოვა“, - განაცხადა ზურაბ პატარაძემ.









ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინულმა დრონებმა კრასნოდარის მხარეში ექსპორტისთვის განკუთვნილ ნავთობის მსხვილ სატუმბო სადგურს შეუტიეს
კობახიძემ მდინარაძეს წოდება კიდევ ერთხელ აუმაღლა, ის სუს-ის პოლკოვნიკი გახდა
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics