გერმანიის ქალაქ ვისბადენში სროლის შედეგად 1 ადამიანი დაიღუპა, კიდევ 2 კი დაშავდა, - ამის შესახებ გერმანული გამოცემა Spiegel-ი იუწყება.
როგორც მედია საშუალება წერს, სროლა პატარა მაღაზიაში მოხდა. გარდაცვლილი მაღაზიის მეპატრონე 59 წლის ქალია.
Spiegel-ის ცნობით, დაშავებულები ადგილობრივ საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.
არსებული ინფორმაციით, სამართალდამცველები თავდამსხმელს ეძებენ. სროლის მოტივი უცნობია.
შეგახსენებთ, რომ გერმანიის დედაქალ ბერლინში საშობაო ბაზრობის ტერიტორიაზე სატვირთო ავტომანქანის შევარდნის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა, 48 კი მძიმედ დაშავდა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან
News Agency ExpressNews - ექსპრესნიუსი
Epn.ge
Lifestyle News & More