|
2016-12-20 15:18:14, 815 ნახვა
სამხედრო
პრეზიდენტი ეროვნულ გვარდიას 26 წლის იუბილეს ულოცავს
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ეროვნულ გვარდიას 26 წლის იუბილეს ულოცავს. ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. „დღეს ეროვნული გვარდიის შექმნიდან 26 წელი გავიდა. საქართველოს ეროვნულმა გვარდიამ და მისმა ღირსეულმა წარმომადგენლებმა, დაარსებიდან დღემდე, მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის გამართულ თითქმის ყველა ბრძოლაში - ქვეყნის სიძლიერისა და სუვერენიტეტის დასაცავად. ეროვნულმა გვარდიამ, დამოუკიდებელი საქართველოს შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბებას ღირსეული საფუძველი ჩაუყარა. ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალი ულოცავს ეროვნული გვარდიის უფროსს ლევან გამყრელიძეს, გვარდიის სრულ შემადგენლობას დღევანდელ დღეს და პატივს მიაგებს ქვეყნის სამსახურში დაღუპული თანამებრძოლების ხსოვნას“, - განაცხადა ეკა მიშველაძემ.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)