04:51 - 21 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-20 14:40:26, 2336 ნახვა

მსოფლიო
რუსეთის საგამოძიებო ჯგუფი ანკარაში ჩავიდა

რუსეთის საგამოძიებო ჯგუფი ელჩის მკვლელობასთან დაკავშირებით ანკარაში ჩავიდა, - ამის შესახებ "რია-ნოვოსტი" რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვზე დაყრდნობით იუწყება. 

ლავროვის თქმით, საგამოძიებო ჯგუფის ანკარაში გაგზავნის თაობაზე გადაწყვეტილება რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტების საუბრის შემდეგ მიიღეს. 

BBC-ის ცნობით, საგამოძიებო ჯგუფი 18 ადამიანისგან შედგება. 

როგორც ლავროვმა აღნიშნა, რუსეთის მხარე ელჩის გადმოსვენების პროცედურაზე უკვე მუშაობს. 

ამასთან, რუსეთმა ელჩის მკვლელობას ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭა. 

გარდა ამისა, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ მევლუტ ჩავუშოღლუს თქმით, ერთობლივი ძალებით დადგინდება ელჩის მკვლელობის ორგანიზატორების ვინაობა და ყველა მკაცრად დაისჯება.  

შეგახსენებთ, რომ 19 დეკემბერს ანკარაში ფოტოგამოფენის გახსნისას ყოფილმა პოლიციელმა, 22 წლის ახალგაზრდამ მევლუთ მერტ ალტინტასმა რუსეთის ელჩი ანდრეი კარლოვი რამდენიმე გასროლით მოკლა. ვიდეოჩანაწერში ისმის, როგორ ყვიროდა თავდამსხმელი "ალაჰუ აკბარ! არ დაგავიწყდეთ ალეპო! არ დაგავიწყდეთ სირია!"





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
World Justice Project- საქართველოს კანონის უზენაესობის საერთო მაჩვენებელი წლევანდელ ინდექსში 2%-ით შემცირდა, კანონის უზენაესობის ვარდნაში რეგიონში პირველია
Tasnim: უკრაინამ ირანის მიმდებარე ქვეყნებში მიკროდრონების ქსელი განალაგა
ვენსმა უარი თქვა ნეთანიაჰუს მხარდაჭერაზე არჩევნებში, ტრამპის მხარდაჭერის მიუხედავად
ოსლოში შეხვედრაზე ვიტკოფი ზელენსკის თხოვს დათმოს უკრაინის ტერიტორიები პუტინისთვის - The New York Times
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics