ბერლინის პოლიციამ საშობაო ბაზრობაზე მომხდარი ინციდენტის მონაწილე მამაკაცი დააკავა
გერმანიაში, ბერლინის საშობაო ბაზრობაზე მომხდარი ინციდენტის მონაწილე მამაკაცი პოლიციამ უკვე დააკავა.
გერმანული მედიის ინფორმაციით, დაკავებული სავარაუდოდ სატვირთო მანქანის მძღოლია, რომელიც ხალხმრავალ ბაზრობაზე შევარდა. ის ადგილობრივ ზოოპარკთან დააკავეს. მისი ვინაობა ჯერჯერობით უნცობია.
დაუდასტურებული ინფორმაციით, სატვირთო მანქანაში, მგზავრის ადგილას აღმოჩენილია ერთი ცხედარი.