20 დეკემბერს, 09:30-15:30 საათზე, საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზში (თბილისი, C კორპუსი, V სართული) კონფერენცია გაიმართება.
თემა: „გენდერი და სამართალი: საქართველოს კანონმდებლობის ფემინისტური ანალიზი.“
20 დეკემბერს, 10:00 საათზე, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში "ქართული პოლიტიკური კორპუსის" პრეზენტაცია გაიმართება.
მის: ი.ჭავჭავაძის გამზ. #1, თსუ I კორპუსი, 107-ე (ივანე ჯავახიშვილის სახელობის) აუდიტორია
20 დეკემბერს, 11:00 საათზე, სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ ხელი მოეწერება “ლისი დეველოპმენტსა” და “ჰოლანდიის განვითარების ბანკს შორის” 12 მლნ აშშ დოლარის ოდენობის სასესხო ხელშეკრულებას. ხელმოწერის ცერემონიას „ლისი დეველოპმენტის“ გენერალური დირექტორი, ნოდარ ადეიშვილი და FMO-ს საინვესტიციო ოფიცერი ეიუინ თიქენს დაესწრებიან.
20 დეკემბერს, 12:00 საათზე, სასტუმრო „ჰოლიდეი ინში“, ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის ორგანიზებით, С ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამის პირველი ფაზის შეფასება გაიმართება.
20 დეკემბერს, 12:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში, ეროვნულ მუზეუმსა და ეროვნულ ბანკს შორს გაფორმდება თანამშრომლობის მემორანდუმი, რომელსაც ხელს მოაწერენ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე და საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი დავით ლორთქიფანიძე.
მის: ფურძელაძის ქ. #1
20 დეკემბერს, 12:00 საათზე, ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ცენტრალურ ოფისში დავით ბაქრაძის პრესკონფერენცია გაიმართება.
მის: კახეთის გზატკეცილი #45ა
20 დეკემბერს, 12.00 საათზე, ,,საქართველოს პარლამენტის ზედა შესასვლელთან, ,,უფლებადამცველთა გაერთიანება’’, ,,ქართული მისია’’, ”პროგრესულ- დემოკრატიული მოძრაობა” და არასამთავრობო და საზოგადოებრივი ორგანიზაციები გამართავენ აქციას „ხელისუფალნო არ გაგაყიდინებთ ქართულ მიწას“.
20 დეკემბერს, 12:00 საათზე, საინფორმაციო ცენტრში ნატოსა და ევროკავშირის შესახებ ლევან მიქელაძის სახელობის ფონდი გამართავს სტრატეგიული კომუნიკაციის სამუშაო ჯგუფის შეხვედრას, რომელზეც განიხილება საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის კომუნიკაციის სტრატეგია. ღონისძიებას დაესწრება სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ვიქტორ დოლიძე.
20 დეკემბერს, 13:00 საათზე, ბორჯომში ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი დევნილ ოჯახებს ბინებს გადასცემს.
მის.: ბორჯომი, ვაშლოვანის ქ. N4
20 დეკემბერს, 14:00 საათზე, სასტუმრო „რადისონში“ საქართველოს სათხილამურო ფედერაცია პრესკონფერენციას გამართავს.
20 დეკემბერს, 14:00 საათზე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე დავით ხუციშვილი ბათუმის ნავსადგურს ეწვევა, სადაც ადგილზე გაეცნობა ფოთის პორტიდან გადმომისამართებული გემების მიღების მიმდინარეობის პროცესს, ასევე დავით ხუციშვილი ბათუმის ნავსადგურის და საკონტეინერო ტერმინალის ხელმძღვანელობას შეხვდება.
20 დეკემბერს, 15:00 საათზე, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში სამოქალაქო განათლების ოლიმპიადის პირველი ტურის გამარჯვებულების დაჯილდოება გაიმართება.
მის: მინდელის ქ. #9, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი
20 დეკემბერს, 17:00 საათზე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე დავით ხუციშვილი ფოთის პორტს ეწვევა, სადაც სტიქიურმა მოვლენებმა ფოთის ნავსადგურის პარალიზება გამოიწვია. მინისტრის მოადგილე ადგილზე გაეცნობა ფოთის პორტში მიმდინარე სამუშაოებს.
საკონტაქტო პირი ნანუკა აროშიძე - 593 73 29 73
20 დეკემბერს, 18:00 საათზე, მწერალთა სახლში რევაზ ინანიშვილის 90 წლის საიუბილეო საღამო გაიმართება.
მის: მაჩაბლის ქ. #13
20 დეკემბერს, 18:00 საათზე, საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში გაიმართება 145-ე საჯარო სკოლასთან არსებული სამხატვრო სტუდია „არტ თაობის“ მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა.
მის: ელიას მთა, წმ. სამების საკათედრო ტაძარი, I სართული.
20 დეკემბერს, 18.00 საათზე, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დიმიტრი უზნაძის 130 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე დოკუმენტური ფილმის "უზნაძის ეფექტი" პრემიერა და საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილი კრებულის "დიმიტრი უზნაძე-სულმა იგივეობა და უცვლელობა არ იცის" პრეზენტაცია გაიმართება.
მის: ი. ჭავჭავაძის გამზ. #1, თსუ I კორპუსი, სააქტო დარბაზი
20 დეკემბერს, 18:30 საათზე, საფრანგეთის ელჩის რეზიდენციაში, საფრანგეთის საელჩოს ორგანიზებით გაიმართება რეჟისორ გიორგი ოვაშვილისადმი ხელოვნებისა და ლიტერატურის ორდენის კავალერის წოდების გადაცემის ცერემონია. გიორგი ოვაშვილს ტიტული საფრანგეთის კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილებით, საფრანგეთისა და მსოფლიოს კულტურაში შეტანილი წვლილისთვის მიენიჭება. ღონისძიებას კულტურის მინისტრი და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრებიან.
მის: ჭანტურიას ქ. #5
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან