05:04 - 21 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-19 22:04:48, 2367 ნახვა

მსოფლიო
Reuters: ახალგაზრდა, რომელიც რუსეთის ელჩს თავს დაესხა, თურქეთის პოლიციაში მსახურობდა

ახალგაზრდა, რომელიც თურქეთში რუსეთის ელჩს თავს დაესხა, პოლიციაში მსახურობდა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი თურქეთის უსაფრთხოების ძალების წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.

სააგენტო Haber Turk-ი იტყობინება, რომ ის პოლიციიდან 15 ივლისის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის საქმის გამოძიების ფარგლებში გაათავისუფლეს.

დაუდასტურებელი ინფორმაციით, თავდამსხმელის სახელი მევლუთ მერტ ატლინტასია, ის 1994 წელს დაიბადა და იზმირში პოლიციის სკოლა დაამთავრა.

ცნობისთვის, თურქეთში რუსეთის ელჩი ანდრეი კარლოვი მოკლეს. „ჩვენ ვკვდებით ალეპოში, თქვენ აქ მოკვდებით“- დაიყვარია მკვლელმა, როდესაც ელჩის მისამართით სროლა განახორციელა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
World Justice Project- საქართველოს კანონის უზენაესობის საერთო მაჩვენებელი წლევანდელ ინდექსში 2%-ით შემცირდა, კანონის უზენაესობის ვარდნაში რეგიონში პირველია
Tasnim: უკრაინამ ირანის მიმდებარე ქვეყნებში მიკროდრონების ქსელი განალაგა
ვენსმა უარი თქვა ნეთანიაჰუს მხარდაჭერაზე არჩევნებში, ტრამპის მხარდაჭერის მიუხედავად
ოსლოში შეხვედრაზე ვიტკოფი ზელენსკის თხოვს დათმოს უკრაინის ტერიტორიები პუტინისთვის - The New York Times
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics