|
2016-12-19 14:59:59, 1174 ნახვა
კომენტარი
ზალკალიანი: სირიაში მიმდინარე პრობლემატიკასთან დაკავშირებით საქართველო ყველა დისკუსიაში იყო ჩართული
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ზალკალიანის განცხადებით, საქართველო გაერო-სთან კომუნიკაციის პროცესშია. როგორც მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, იქნება შეხვედრები და ბუნებრივია დაიგეგმება, იმ შესაძლებლობის ფარგლებში რაც საქართველოს აქვს, თუ როგორ მოხდება ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება სირიისთვის. ზალკალიანის თქმით, საქართველო არის საერთაშორისო თანამეგობრობის წევრი და ჩვენც ამ პროცესში გაერო-ს და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს ვუერთდებით. „სირიაში მიმდინარე პრობლემატიკასთან დაკავშირებით, საქართველო ჩართული იყო ყველა მიმდინარე დისკუსიაში. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ უშიშროების საბჭოს წევრები არ ვართ, ჩვენ მის მუშაობაში მონაწილეობა არ მიგვიღია. მაგრამ ყველა ინციატივები და რეზოლუციები იყო ჩვენს მიერ დასპოსნორებული და ჩვენ ვართ შეერთებული ყველა რეზოლუციას, რაც სირიასთან მიმართებაში არის გაერო-ს ფარგლებში. გარდა ამისა, ადამიანის უფლებათა კომისიაში, რომლის წევრი ჩვენ 2016 წლიდან ვართ, აქტიურად ვიღებდით დისკუსიაში მონაწილეობას. ჩვენი წარმომადგენელი სიტყვითაც გამოვიდა და შეუერთდა საერთაშორისო საზოგადოების მოწოდებას, რომ დაუყოვნებლივ შეწყვეტილიყო ცეცხლი და საერთაშორისო თანამეგობრობას ჰქონოდა წვდომა ამ ტერიტორიებთან“, -აღნიშნა დავით ზალკალიანმა.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)