04:38 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-19 12:32:14, 1708 ნახვა

ეკონომიკა
საქსტატი: იანვარ-ნოემბერში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 22%-ით გაიზარდა

2016 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 10 830 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 22%-ით მეტია.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, აქედან ექსპორტი 1920 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს (5 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი 8911 მილიონ აშშ დოლარს (29 პროცენტით მეტი).

„აღსანიშნავია, რომ განსახილველ პერიოდში განხორციელდა C ჰეპატიტის მედიკამენტების იმპორტი, რომლის გარეშეც იმპორტი შეადგენს 6513 მლნ. აშშ დოლარს (1 პროცენტით ნაკლები). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2016 წლის იანვარ-ნოემბერში 6991 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 65 პროცენტი შეადგინა. ამავე პერიოდში ექსპორტმა რეექსპორტის გარეშე 1506 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 0,5 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს.

2016 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 3086 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 11 პროცენტით მეტია. აქედან ექსპორტი 513 მლნ. აშშ დოლარი იყო (14 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი 2573 მლნ. აშშ დოლარი (17 პროცენტით მეტი). საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში ამ ქვეყნების წილმა 28 პროცენტი შეადგინა, მათ შორის ექსპორტში 27 პროცენტი და იმპორტში 29 პროცენტი (2015 წლის იანვარ-ნოემბერში შესაბამისად 31, 30 და 32 პროცენტი). ევროკავშირის ქვეყნებზე მოდიოდა სავაჭრო დეფიციტის 29 პროცენტი (2015 წლის იანვარ-ნოემბერში 33 პროცენტი).

დსთ-ის ქვეყნებთან საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2016 წლის იანვარ-ნოემბერში 2422 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა (2015 წლის იანვარ-ნოემბერთან შედარებით 4 პროცენტით ნაკლები). აქედან ექსპორტი 659 მლნ. აშშ დოლარი (14 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი 1763 მლნ. აშშ დოლარი იყო (1 პროცენტით მეტი). საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვაში დსთ-ის ქვეყნების წილი 22 პროცენტი იყო, მათ შორის ექსპორტში 34 პროცენტი და იმპორტში 20 პროცენტი (2015 წლის იანვარ-ნოემბერში შესაბამისად 28, 38 და 25 პროცენტი). 2016 წლის იანვარ-ნოემბერში დსთ-ის ქვეყნებზე მოდიოდა სავაჭრო დეფიციტის 16 პროცენტი (2015 წლის იანვარ-ნოემბერში 20 პროცენტი).

2016 წლის იანვარ-ნოემბერში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 68 პროცენტი შეადგინა. უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორებია კანადა (1831 მლნ. აშშ დოლარი), თურქეთი (1400 მლნ. აშშ დოლარი) და რუსეთი (781 მლნ. აშშ დოლარი).

2016 წლის იანვარ-ნოემბერში, სასაქონლო ჯგუფებიდან, საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი სპილენძის მადნებმა და კონცენტრატებმა დაიკავა, 285 მლნ. აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 15 პროცენტი შეადგინა. თხილის ექსპორტი 168 მლნ. აშშ დოლარს და შესაბამისად, მთლიანი ექსპორტის 9 პროცენტს უდრიდა. მესამე ადგილზე ფეროშენადნობების ჯგუფი იმყოფებოდა. ამ სასაქონლო ჯგუფის ექსპორტმა 154 მლნ. აშშ დოლარი და მთელი ექსპორტის 8 პროცენტი შეადგინა.

უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2016 წლის იანვარ-ნოემბერში კვლავ სამკურნალო საშუალებები იყო, რომლის იმპორტმა 2641 მლნ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 30 პროცენტი შეადგინა. აქედან, C ჰეპატიტის მედიკამენტების იმპორტი 2398 მლნ. აშშ დოლარია. მეორე ადგილზე იმყოფებოდა ნავთობის და ნავთობპროდუქტების სასაქონლო ჯგუფი 529 მლნ. აშშ დოლარით, რაც იმპორტის 6 პროცენტი იყო. მესამე ადგილზე მსუბუქი ავტომობილების სასაქონლო ჯგუფი დაფიქსირდა 414 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 5 პროცენტი)“, - ნათქვამია საქსტატის განცხადებაში.

ცნობისთვის, წინასწარი მონაცემების კორექტირება ხორციელდება საქსტატის მიერ შემუშავებული სტატისტიკური ინფორმაციის გადასინჯვის პოლიტიკის შესაბამისად (რეგულარული გადასინჯვის პრინციპის საფუძველზე) რესპონდენტების/ადმინისტრაციული წყაროების მიერ მონაცემების დაზუსტების შედეგად.

2016 წლის დაზუსტებული მონაცემები 2017 წლის 15 ივლისს გამოქვეყნდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics