06:52 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-17 12:54:46, 2606 ნახვა

მსოფლიო
ბარაკ ობამა: რონალდ რეიგანი საფლავში გადატრიალდებოდა, რომ გაეგო, რამდენი რესპუბლიკელი უჭერს მხარს ვლადიმერ პუტინს

ამერიკის შეერტებული შტატების მოქმედი პრეზიდენტის ბარაქ ობამას განცხადებით, ყოფილი პრეზიდენტი, რესპუბლიკელი რონალდ რეიგანი საფლავში გადატრიალდებოდა, რომ გაეგო თუ რამდენი რესპუბლიკელი უჭერს მხარს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს, - ამის შესახებ ბარაკ ობამამ პრეზიდენტის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც ობამამ აღნიშნა, რესპუბლიკელი ამომრჩევლების 1/3-ზე მეტი მხარს რუსეთის პრეზიდენტს უჭერს.

„ჩატარდა კვლევა, ბევრმა თქვენგანმა ის ნახეთ, რომელშიც გამოჩნდა, რომ რესპუბლიკელი ამომრჩევლების 37% მხარს უჭერს პუტინს. რესპუბლიკელი ამომრჩევლების 1/3-ზე მეტი მხარს უჭერს პუტინს, ”კა-გე-ბე”-ს ყოფილ თანამშრომელს. რონალდ რეიგანი საფლავში გადატრიალდებოდა“, - განაცხადა ობაბამ.

აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის თქმით, უცნაურია რომ მოსახლეობამ, რომელიც მას აკრიტიკებდა ვლიდიმერ პუტინთან საუბრების გამო, არჩევნებზე დონალდ ტრამპს დაუჭირა მხარი.

„ზოგიერთები, ვინც მაკრიტიკებდა იმის გამო, რომ რუსეთს ვესაუბრებოდი, ასევე მხარი დაუჭირეს არჩეულ პრეზიდენტ ტრამპს მიუხედავად იმისა, რომ ის ამბობდა, რომ შეაჩერებს რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს და პუტინთან ერთად იმუშავებს“, - აღნიშნა ბარაკ ობამამ.

მისივე განმარტებით, მოსახლეობა ყველაფერს სხვა ჭრილში ატარებს და არასწორ აქცენტებს სვამს.

"იქამდე სანამ, ხალხი არ დაინტერესდება იმით რა არის ჩვენთვის კარგი ან პირიქით საზიანო, მაგრამ ყოველთვის გაავლებს პარალელებს დემოკრატებთან ან ბარაკ ობამასთან, იქამდე ქვეყანა იქნება სხვი გავლენის ქვეშ", - დასძინა მოქმედმა პრეზიდენტმა.

ამასთან, პრესკონფერენციაზე პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ რუსეთზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ რუსეთი აშშ-ზე პატარა, სუსტი ქვეყანაა, რომელსაც ამერიკის შეცვლა ან დაზუსტება არ შეუძლია.

"მათი ეკონომიკა არაფერს არ აწარმოებს, რისი შეძენის სურვილიც ვინმეს ექნება, გარდა ნავთობპროდუქტებისა. მაგრამ ისინი შეძლებენ ჩვენზე გავლენას, თუ ჩვენ საკუთარ თავს დავკარგავთ. ისინი შეძლებენ ჩვენზე გავლენას თუ უარს ვიტყვით ჩვენს ფასეულობებზე. პუტინი შეძლებს ჩვენს დასუსტებას, ზუსტად ისე, როგორც ის ასუსტებს ევროპას, თუ დავიწყებთ იმის მიღებას, რომ მედიის დაშინება ნორმალურია, ან თუ მოხდება ადამიანების დისკრიმინაცია მათი რწმენისა და გარეგნობის გამო", - განაცხადა ობამამ.

გარდა ამისა, ბარაკ ობამა სირიის საკითხსაც შეეხო და განაცხადა, როომ თავის წილ პასუხისმგებლობას გრძნობს.

"ყოველთვის ვგრძნობდი პასუხისმგებლობას იმისა, თუ რა ხდება სირიაში. ყოველთვის ვფიქრობდი, რისი გაკეთება შემეძლო და ვერ გავაკეთე, რომ ამდენი ადამიანი არ დახოცილიყო. ყოველთვის მეგონა, რომ შეიძლებოდა უფრო ჭკვიანურად მოქცევა, რომ ამდენი ბავშვი ტყვილად არ ეწამათ. ამ პასუხისმგებლობას ყოველთვის ვიგრძნობ", - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რესპუბლიკელებმა დაბლოკეს ირანთან ომთან დაკავშირებით ტრამპის უფლებამოსილების შეზღუდვის მცდელობა
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics