03:46 - 24 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-16 19:32:56, 2684 ნახვა

ეკონომიკა
საქართველოსა და უნგრეთის მთავრობას შორის ინვესტიციების ხელშეწყობისა და ურთიერთდაცვის შესახებ“ შეთანხმების პროექტის ტექსტთან დაკავშირებით მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი გაიმართა

 ბუდაპეშტში 15-16 დეკემბერს „საქართველოს მთავრობასა და უნგრეთის მთავრობას შორის ინვესტიციების ხელშეწყობისა და ურთიერთდაცვის შესახებ“ შეთანხმების პროექტის ტექსტთან დაკავშირებით  ორმხრივი მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი გაიმართა. 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს დელეგაციას  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე  ხელმძღვანელობდა.

უწყების ინფორმაციით, გენადი არველაძესა და უნგრეთის  ეროვნული ეკონომიკის სახელმწიფო მდივან იშტვან ლეპშენს შორის გამართულ ორმხრივ შეხვედრაზე აღნიშნული მოლაპარაკებების მსვლელობისას შეთანხმების პროექტის ტექსტთან დაკავშირებით მიღწეული შედეგები განიხილეს. 

შეთანხმების გაფორმება ხელს შეუწყობს უნგრული ინვესტიციების განხორციელებას საქართველოს ეკონომიკის სხვადასხვა სფეროში.

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა წარმოების ჩინეთში გადატანა დაიწყეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics