23:19 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-16 15:42:20, 1889 ნახვა

სამართალი
შს მინისტრის მოადგილე ცეცხლსასროლი იარაღის ტარებაზე კანონმდებლობის გამკაცრების მიზეზებს განმარტავს

შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილის განცხადებით, ცეცხლსასროლი იარაღის ტარებაზე სისხლის სამართლის კანონმდებლობის გამკაცრება, იარაღის უკანონოდ შენახვა-ტარების გაზრდილმა სტატისტიკამ განაპირობა.

ხუციშვილის ინფორმაციით, შსს-მ კანონის გამკაცრებაზე მთავრობას წინადადებით მიმართ.

“მთავრობამ გაიზიარა ჩვენი პროექტი ამ საკითხთან დაკავშირებით. როგორც სტატისტიკამ აჩვენა გაზრდილია მაჩვენებელი იარაღის უკანონოდ შენახვა ტარების შესახებ. ბოლო 5 წელს რომ დავაკვირდეთ, მარტო შინაგან საქმეთა სამინისტროს მუშაობას არ გვაძლევს იმდენ ეფექტს, რომელიც ჩვენ გვჭირდება, მართალია ძალიან მონდომებულები ვართ და კარგი შედეგი გვაქვს, მაგრამ გვჭირდება მეტი პრევენცია და სწორედ ამიტომ მივმართეთ პრევენციით”, - განაცხადა შალვა ხუციშვილმა.

ცნობისთვის, ცვლილებები შედის ”სისხლის სამართლის კოდექსის” 236-ე მუხლში, რომლის მიხედვით, ერთმანეთისგან იმიჯნება სხვადასხვა კატეგორიის ცეცხლსასროლი იარაღი და მისი შესაბამისი საბრძოლო მასალის უკანონოდ შეძენა/შენახვა. 

წარმოდგენილი კანონპროექტით, სპორტული იარაღის და მისი საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა/შენახვისთვის დაწესებული სანქცია უცვლელად რჩება, ხოლო ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა ან შენახვა - სამიდან ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთის ვადით დაისჯება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics