13:29 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-16 15:05:22, 950 ნახვა

საზოგადოება
„დანკინ დონატს“ დონატების წარმოების სრულ ლოკალიზაციას ახდენს

„დანკინ დონატსი“ დონატების  ცენტრალიზებულ, მაღალტექნოლოგიურ საწარმოს ქმნის და წარმოების  სრულ ლოკალიზაციას ახდენს.

შესაბამისად, ამიერიდან „დანკინ დონატსის“ ამერიკული რესტორნები ყოველდღიურად ახალ, 100%-ით ქართული ინგრედიენტებისგან დამზადებულ, ათობით სახეობის დონატს შესთავაზებს ერთგულ მომხმარებელს. დამატებით 16-17-18 დეკემებერს „დანკის დონატსის“ ჩვიდმეტივე რესტორანში სტანდარტული ტიპის დონატები 1 ლარად გაიყიდება:

„დანკინ დონატსის“ რესტორნებს სხვა მომხმარებლებთან ერთად, ჩვენი შვილები სტუმრობენ და ჩვენი მთავარი ამოცანა იყო ქართული, ყოველდღიურად   ახალი ინგრედიენტების  გამოყენებით დამზადებული, უსაფრთხო და უმაღლესი ხარისხის კერძების შეთავაზება  ჩვენი სტუმრებისთვის. ამაზე დიდი მიზანი „დანკინ დონატსს“ არ ჰქონდა და ვერც ვერასოდეს ექნებოდა. შესაბამისად, დონატების ცენტრალიზებული, მაღალტექნოლოგიური  საწარმოს  შექმნით, ჩვენ მოვახდინეთ  წარმოების სრული ლოკალიზაცია და ამიერიდან „დანკინ დონატსის“ ამერიკული რესტორნები, ყოველდღიურად  ახალ, 100%-ით ქართული ინგრედიენტებისგან დამზადებული  დონატების ძალიან ფართო არჩევანს  შესთავაზებს ერთგულ მომხმარებელს. არანაკლებ მნიშვნელოვანია ის, რომ ახალი ინიციატივით ჩვენ ქართული წარმოების განვითარებას, ახალი სამუშაო ადგილების  შექმნასა  და ქვეყნის ეკონომიკაში ჩვენი მოკრძალებული  წვლილის შეტანასაც შევძლებთ“,-განაცხადა „ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ.

„დანკინ დონატსი ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული, ლეგენდარული ბრენდია, რომელიც უკვე თითქმის  65 წელია წარმატების ისტორიას  ქმნის მთელ მსოფლიოში. „დანკინ დონატსი“ მსოფლიოს 40 ქვეყანაშია წარმოდგენილი. „დანკინ დონატსის“ რესტორნებში მომხმარებელს საშუალება აქვს, დააგემოვნოს  უგემრიელესი სენდვიჩების დიდი ასორტიმენტი, ფუნთუშეული, ცივი და ცხელი სასმელები, უმაღლესი ხარისხის ესპრესო, კაპუჩინო, ლატე, ჩაი და ჩოოლატტა-ს პროდუქტები, მაფინები და კრუასანების გამოყენებით შექმნილი სხვადასხვა კერძები და მეავალფეროვანი დონატები.

ფოტო რეპორტაჟი

(R)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
Global Finance-ის დაჯილდოების ცერემონიაზე საქართველოს ბანკს მდგრადი დაფინანსების მიმართულებით საქართველოში საუკეთესო ბანკის ჯილდო გადაეცა
კობახიძემ ომში მყოფი უკრაინა გააკრიტიკა- უკრაინაში ჩამოქცეულია ეკონომიკა, დანგრეულია ინფრასტრუქტურა
დათუნაშვილი -კობახიძე აქამდე საოკუპაციო ხაზთან არ იყო ნამყოფი, ახლა დაემატა, რომ ბაზარსა და მაღაზიაშიც არ არის ნამყოფი
კობახიძიე ისევ აკრიტიკებს გერმანიას და ევროპაში ყველაზე ძლიერ ქვეყანას კომიკურს უწოდებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics