|
2016-12-16 13:38:07, 921 ნახვა
საზოგადოება
ბოლნისის ახალი მუზეუმის მშენებლობის პირველი ეტაპი დასრულდა
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ და ეროვნული მუზეუმის გენერალურმა დირექტორმა დავით ლორთქიფანიძემ ბოლნისის მუზეუმის ახლად აშენებული შენობა დაათვალიერეს. საერთაშორისო სტანდარტების თანამედროვე მუზეუმის მშენებლობის და არქიტექტურული პროექტის მომზადების ხარჯები სრულად კომპანია RMG Gold-მა დაფარა. მუზეუმში შეკრებილი სტუმრებს დავით ლორთქიფანიძემ მუზეუმის კონცეფცია გააცნო. მისი თქმით, სამუშაოების დასრულების შემდეგ, თანამედროვე სამუზეუმო სტანდარტების გათვალისწინებით, მოხდება შენობის ადაპტაცია კოლექციების მისაღებად და დაიწყება ექსპონატების მომზადდება შემდგომი ინსტალაციისთვის. ბოლნისის მუზეუმი იქნება საქართველოს ერთ-ერთ მნიშვნელოვანი სამეცნიერო და საგანმანათლებლო ცენტრი. მუზეუმში მოეწყობა დროებითი გამოფენები და სხვადასხვა კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიება. მუზეუმი შეასრულებს რაიონში კულტურის, არაფორმალური განათლებისა და ტურიზმის ცენტრის ფუნქციას, სადაც იმუშავებს მედიათეკა და საკონფერენციო დარბაზი. ექსპოზიციის სამეცნიერო კონცეფცია მუშავდება ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორის დავით ლორთქიფანიძის ხელმძღვანელობით. სამეცნიერო თემების კურატორები არიან როგორც ქართველი, ასევე გერმანელი მეცნიერები. ბოლნისის ახალი მუზეუმის არქიტექტურული პროექტის ავტორია გაგა კიკნაძე. საქართველოს ეროვნული მუზეუმი მუშაობს მუზეოგრაფიაზე ფრანგ დიზაინერთან ლინა ლოპესთან ერთად. მუზეუმის სამშენებლო სამუშაოები 2016 წლის მაისში, კომპანია RMG Gold-ის ფინანსური მხარდაჭერით დაიწყო. კომპანია აგრძელებს პროექტის შემდგომი ეტაპით გათვალისწინებული სამუშაოების მხარდაჭერას.
(NS)
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)