04:38 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-16 11:32:29, 1865 ნახვა

ეკონომიკა
პროექტის- „უძრავი ქონების ლაბორატორიის“ ფარგლებში ახალი პუბლიკაცია გამოქვეყნდა

თიბისი ბანკის, ISET-ის კვლევითი ინსტიტუტისა და JumpStart-ის ერთობლივი პროექტის უძრავი ქონების ლაბორატორიის (REM lab) ფარგლებში ახალი პუბლიკაცია გამოქვეყნდა.

როგორც „ექსპრესნიუსს“ თიბისი ბანკიდან აცნობეს, თბილისის უძრავი ქონების ბაზრის გამოკვლევის მიზნით დამუშავდა ა.წ. ოქტომბრის თვის 5000-მდე ტრანზაქცია.

2016 წლის ოქტომბერში თბილისის უძრავი ქონების ბაზარზე დაფიქსირდა 3199 ტრანზაქცია, რაც  წინა თვესთან შედარებით 4%-ით ნაკლებია. ბაზრის აქტივობის მცირე კლების მიუხედავად, ოქტომბერში თბილისის უძრავი ქონების ტრანზაქციების რაოდენობა 43.5%-ით აღემატება წინა წლის მონაცემს.

უმნიშვნელოდ შემცირდა თბილისის წილი (0.2%-ით) ქვეყნის მასშტაბით უძრავი ქონების გაყიდ­ვებში. დედაქალაქში ოქტომბერში ყველაზე მეტი ტრანზაქცია საბურთალოზე დაფიქსირდა (675 ერთეული,  თბილისის გაყიდვების 21.1%). გაყიდვების მოცულობის მხრივ მეორე და მესამე ადგი­ლებს შესაბამისად ვაკე (559 ერთეული, 17.5%) და სამგორი (352 ერთეული, 11.0%) ინაწილე­ბენ.

ამ წლის  იანვარ-ოქტომბერში მნიშვნელოვნად გაიზარდა ახალი უძრავი ქონების მიწოდება (დასრულე­ბული მშენებლობების რაოდენობა და მოცულობა) თბილისის უძრავი ქონების ბაზარზე. 10-თვიან პერიოდში ახალი შენობების რაოდენობა წინა წელთან შედარებით 53.6%-ით გაიზარდა და 605 ერთეული შეადგინა (480 საცხოვრებელი უძრავი ქონება, 125 კომერციული უძრავი ქონება). ამავე პერიოდში ახალი შენობების მოცულობა წინა წელთან შედარებით 74.2%-ით გაიზარდა და 1 202 828 კვ.მ შეადგინა (990 129 კვ.მ საცხოვრებელი უძრავი ქონება, 212 699 კვ.მ კომერციული უძრავი ქონება).

ოქტომბერში შემცირდა საცხოვრებელი ქონების გაყიდვის ფასის (-3.3% წინა წელთან შედარებით) და ქირის ფასის (-4.9% წინა წელთან შედარებით) ინდექსები. ამასთან, 1 კვ.მ საცხოვრებელი უძ­რავი ქონების გაყიდვის საშუალო ფასმა 877 აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო ქირის საშუალო ფასმა - 7.41 აშშ დოლარი. ოქტომბერში მთაწმინდა იყო ყველაზე ძვირი რაიონი როგორც გაყიდვის სა­შუ­ა­ლო ფასის (1 048 აშშ დოლარი), ისე ქირის საშუალო ფასის (8.63 აშშ დოლარი) მიხედვით; ყველაზე იაფი რაიონი კი გაყიდვის საშუალო ფასის მიხედვით იყო სამგორი (520 აშშ დოლარი), ხოლო ქი­რის ფასის მიხედვით - გლდანი (4.13 აშშ დოლარი).

ამავე თვეში შემცირდა კომერციული ქონების გაყიდვის ფასის (-11.1% წინა წელთან შედარებით) და იჯარის ფასის ინდექსებიც (-13.7% წინა წელთან შედარებით). ამასთან, 1 კვ.მ კომერციული უძრავი ქონების გაყიდვის საშუალო ფასი 1 133 აშშ დოლარის, ხოლო იჯარის საშუალო ფასი - 10.22 აშშ დო­ლარის დონეზე დაფიქსირდა.

თბილისის უძრავი ქონების ბაზრის შესახებ ახალი პუბლიკაციის ნახვა შესაძლებელია ISET- ის ვებგვერდზე

(R ) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics