2016-12-15 23:24:55, 597 ნახვა
სპეციალური ანონსი
16 დეკემბრის სპეციალური ანონსი
16 დეკემბერს, 10:00 საათზე, “ექსპო ჯორჯიას” მესამე პავილიონში, სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების დეპარტამენტი დასაქმების ფორუმს გამართავს, რომელშიც მონაწილეობას 40 მსხვილი და საშუალო დამსაქმებელი მიიღებს. ფორუმს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორი ზაზა სოფრომაძე გახსნის.
მის: წერეთლის #116
16 დეკემბერს, 11:30 საათზე, გერმანული პროვაიდერი კომპანია Arvato-ს ოფისი გაიხსნება. ოფისის გახსნას გერმანული კომპანიის წარმომადგენლები, ადგილობრივი პარტნიორები და მთავრობის წარმომადგენლები დაესწრებიან.
მის: ჭავჭავაძის გამზ. #34-ში (”პიქსელის“ შენობა)
16 დეკემბერს, 11:30 საათზე, “რეპორტიორის“ პრესკლუბში, “მართვის სტრატეგიული ცენტრის" ხელმძღვანელი პეტრე მამრაძე ბრიფინგს გამართავს.
16 დეკემბერს, 11:30 საათზე, ორგანიზაცია „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ თანათავმჯდომარე ეკა ლალიაშვილი პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: საგზაო უსაფრთხოების კანონპროექტი - ქულათა სისტემისა და უკონტაქტო პატრულირების ძალაში შესვლის მოთხვნა.
მის: ნუცუბიძის ქ. #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2
საკონტაქტო პირი ეკა გულუა - 599726565
16 დეკემბერს, 11:30 საათზე, შინაგან საქმეთა სამინისტროში, შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდება. მინისტრის მოადგილე დანაშაულის სტატისტიკაზე ისაუბრებს.
მის: გულუას ქ. #10
16 დეკემბერს, 12:00 საათზე, სასტუმროში ”რედისონ ბლუ ივერია”, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე სამთო საფეხმავლო მარშრუტების ერთიანი ქსელის მონიშვნის ქართული სტანდარტის პრეზენტაციას გამართავს.
16 დეკემბერს, 12:00 საათზე, ეროვნულ ბიბლიოთეკაში თელაველი შემოქმედის, ელენე ლუხუტაშვილის ხელნაკეთი ნახატების გამოფენა გაიხსნება.
16 დეკემბერს, 14:00 საათზე, სასტუმრო “რედისონ ბლუ ივერიაში”ევროკავშირისა და გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მედიაში გაშუქების შესახებ კვლევის პრეზენტაცია გაიმართება, მისასალმებელი სიტყვებით ევროკავშირის ელჩი საქართველოში იანოშ ჰერმანი და გაერო-ს განვითარების პროგრამის მუდმივი წარმომადგენელი ნილს სკოტი წარდგებიან.
16 დეკემბერს, 14:00 საათზე, „ბრავორექორდსში“ A Capella სექსტეტი The GeorgianSix-ის ახალ ალბომთან დაკავშირებით გაიმართება პრესკონფერენცი, რომელსაც "ბრავო რექორდსის" პრეზიდენტი ზაზა შენგელია და თბილისის ვიცე მერი ნინა ხატისკაცი დაესწრებიან.
16 დეკემბერს, 14:00 საათზე, ახალციხეში, საქართველოს თანაინვესტირების ფონდის ხელმძღვანელი პირები $131 მლნ დოლარის ღირებულების „მტკვარიჰესის“ საინვესტიციო პროექტის პრეზენტაციას გამართავენ.
საკონტაქტო პირი თინათინ ოდილავაძე - 577 75 79 79
16 დეკემბერს, 15:00 საათზე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს საგამოფენო დარბაზში აფხაზეთიდან დევნილი სპორტსმენებისა და სპორტის მუშაკების საპატიო სიგელებითა და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოება გაიმართება.
მის: დ. უზნაძის ქ. #68
16 დეკემბერს, 16:00 საათზე, თბილისის საკრებულოს სხდომა გაიმართება.
16 დეკემბერს, 19:00 საათზე, ”თიბისი გალერეაში“ ანსამბლი ”შავნაბადა“ ახალი, რიგით მე-9 აუდიო ალბომის პრეზენტაციას და წლის შემაჯამებელ ღონისძიებას გამართავს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან