|
2015-03-25 13:18:33, 575 ნახვა
პოლიტიკა
დავით ნარმანია: ცალკეულ შემთხვევებში, პრემიები გაიცემა
„ცალკეულ შემთხვევებში, როცა ცალკეული თანამშრომლების მხრიდან გამორჩეული შედეგი გვექნება, პრემიები გაიცემა, მაგრამ ამას მასობრივი ხასიათი არ ექნება“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, საპრემიო ფონდის შემცირებასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, 1 800 000 ათასი ლარით ადმინისტრაციული ხარჯები შემცირდა და აქედან 1 550 000 ლარი საპრემიო ფონდია. „ჩვენ 1 800 000 ლარით შევამცირეთ „ქამრების შემოჭერის“ პოლიტიკის შედეგად ჩვენი ბიუჯეტი ადმინისტრაციულ ნაწილში, საიდანაც 300 ათასი ლარი, ეს არის უშუალოდ ადმინისტრაციული ხარჯების შემცირება, 1 550 000 ლარი, ეს არის საპრემიო ფონდი. ცალკეულ შემთხვევებში, როცა ცალკეული თანამშრომლების მხრიდან გამორჩეული შედეგი გვექნება, იქნება გაცემული პრემია, მაგრამ ამას არ ექნება მასობრივი ხასიათი. თანამშრომლები ჩვეულებრივ მიიღებენ შრომის ანაზღაურებას და შრომის ანაზღაურებაზე დანამატებს წესის მიხედვით“, - აღნიშნა ნარმანიამ.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)