|
2015-03-25 12:39:11, 423 ნახვა
პოლიტიკა
დავით ნარმანია: „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე არ დაიშვებიან
„ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატების დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე არდაშვებასთან დაკავშირებით, გადაწყვეტილება რამდენიმე დღის წინ მივიღე“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა. მისივე თქმით, საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების არ დაშვება დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე, მისი პრინციპულად მიღებული გადაწყვეტილებაა. როგორც ნარმანიამ აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მთავრობის სხდომაზე არ დაშვებას მთავარი საფუძველი აქვს - „მათი მხრიდან არაადეკვატური და ცრუ ინფორმაციის გავრცელება“. „პირველი არის ის, რომ როცა ისინი სხდომას ესწრებიან, ისმენენ ჩვენს საკითხებს, გამოდიან გარეთ და სხვანაირად საუბრობენ. მათ საზოგადოება შეყავთ შეცდომაში. მეორე, როცა წინა შეხვედრაზე მათი წარმომადგენლები სხდომას ესწრებოდნენ, მე მათ ვუთხარი, რომ კონკრეტულად „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან, საკითხის შეფერხება დედაქალაქის ბაღის შენობის დაბრუნებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილი უნდა ყოფილიყო და უნდა დაგვხმარებოდნენ, რაც მათი მხრიდან არ შესრულებულა. მათ ასევე მთავრობის სხდომაზე შემოშვლით უნდათ, რომ შემდგომ ცალკეული საკითხები აწიონ და შესაბამისად მასკარადად აქციონ. ჩვენ ვაკეთებთ საქმეს და არ დავუშვებთ, რომ საქმეში ვინმემ ხელი შეგვიშალოს“, - განაცხადა დავით ნარმანიამ. შეგახსენებთ, საკრებულოს "ნაციონალური მოძრაობის" ფარქციის დეპუტატები თემურ გრიგალაშვილი და ირაკლი აბესაძე დღეს დილით თბილისის მერიაში მივიდნენ, თუმცა ისინი შენობაში დაცვის თანამშრომლებმა არ შეუშვეს, რასაც მცირე ხმაური მოჰყვა. როგორც ირაკლი აბესაძემ აღნიშნა, მათ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე დასწრების უფლება აქვთ. დეპუტატების განმარტებით, დაცვის თანამშრომლებმა არ შეშვების მიზეზად მთავრობის სხდომაზე არასაკმარისი ადგილების რაოდენობა დაუსახელეს. "მე მაქვს საშვი, რომლითაც ვალდებული არიან შემომიშვან და სადაც მინდა შემდეგ იქ შევალ, მინდა მთავრობის სხდომას დავესწრები, მინდა იურიდიულ სამსახურში ავალ და კოლეგებს ვნახავ, მინდა სოციალურ სამსახურში ავალ და გავარკვევ რას აკეთებს და რაზე მუშაობს",-განაცხადა ირაკლი აბესაძემ.
მოსკოვში, ოპოზიციურ Новая газета-ს ოფისში ჩხრეკა მიმდინარეობს
კაცი, რომელსაც პარლამენტთან პოლიციამ ბორკილები დაადო, ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული
ოპოზიციის ალიანსი: 9 აპრილი სიმბოლოა, რომ ქართველები თავისუფლებისთვის ბრძოლას არ შეწყვეტენ
მაგთიკომი: ინტერნეტის გათიშვა გლობალურ ქსელზე შექმნილმა პრობლემამ გამოიწვია
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)