2016-12-15 07:55:16, 2263 ნახვა
ეკონომიკა
1 დოლარი დღეს 2.6604 ლარი ღირს
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებაში გაუფასურებას განაგრძობს.
ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარი დღეს 2.6604 ლარი ღირს, გუშინ კი მისი შეძენა 2.6599 ლარად იყო შესაძლებელი.კურსის ცვლილებამ დოლართან მიმართებაში 0.0005 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, 1 ევროს ფასი დღეს 2.8301 ლარი იქნება, გუშინ კი მისი ღირებულება 2.8222 ლარი იყო.შესაბამისად, კურსის ცვლილებამ ევროსთან მიმართებაში 0.0079 ლარი შეადგინა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან