22:56 - 03 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-14 23:27:08, 640 ნახვა

სპეციალური ანონსი
15 დეკემბრის სპეციალური ანონსი

15 დეკემბერს, 09:00 საათზე, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართება.

15 დეკემბერს, 09:30 საათზე, სასტუმრო "რუმსში" საერთაშორისო კონფერენცია, სახელწოდებით „აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში პერსონალურ მონაცემთა დაცვის უფლების გაძლიერება“ გაიმართება, რომელსაც პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი თამარ ქალდანი, ევროსაბჭოსა და ევროკავშირის მისიებისა და სომხეთის, აზერბაიჯანის, მოლდოვის უკრაინისა და ბელარუსის დელეგაციების წარმომადგენლები დაესწრებიან.
საკონტაქტო პირი მარიკო გომარელი - 571 525 552

15 დეკემბერს, 09:30 საათზე, სასტუმრო ”რედისონ ბლუ ივერიაში”, EU4JUSTICE პროექტების პრეზენტაცია გაიმართება. ღონისძიებაში მონაწილეობენ: ევროკავშირის ელჩი იანოშ ჰერმანი, საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ზაზა თავაძე, შინაგან საქმეთა მინისტრი გიროგი მღებრიშვილი, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახი კახიშვილი, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე.

15 დეკემბერს, 10:30 საათზე, ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრში ჩატარდება ანგარიშების პრეზენტაცია, რომელიც ასახავს თუ როგორ ასრულებს საქართველო ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებას სხვადასხვა მიმართულებით. პოლიტიკის დოკუმენტები ეხება თანასწორობას, ბავშვთა უფლებებს, შრომით სტანდარტებს, გარემოს დაცვას, ენერგეტიკას, სოფლის მეურნეობას, განათლებასა და ახალგაზრდობას, კონფლიქტებს, კულტურას და მედიას. 
მის: შალვა დადიანის ქ. #½
საკონტაქტო პირი ანა ტოკლიკიშვილი - 595 221 999

15 დეკემბერს, 10:30 საათზე, საპროცედურო საკითხთა სხდომა გაიმართება.
მის: ქუთაისი, დარბაზი N306

15 დეკემბერს,11:00 საათზე, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.
მის: ქუთაისი, დარბაზი N307

15 დეკემბერს, 11:00 საათზე, პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.
მის: ქუთაისი, დარბაზი N307

15 დეკემბერს, 11:00 საათზე, სასტუმრო ”რედისონ ბლუ ივერიაში”, ვიცე-პრემიერი/ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე და „ანადოლუ ჯგუფის“ დამფუძნებელი თუღბან იზზეთ აქსოი ხელედულა-3 ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის შესახებ მემორანდუმს მოაწერენ ხელს.

15 დეკემბერს, 11:30 საათზე, პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება. 
მის: ქუთაისი, ბიუროს სხდომათა დარბაზი

15 დეკემბერს, 12:00 საათზე, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭოს წევრების არჩევნები გაიმართება.
მის.: რიჩარდ ჰოლბრუკის ქ. №8
საკონტაქტო პირი ია შავერდოვი - 577 24 44 48

15 დეკემბერს, 12:00 საათზე სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროში ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია პრესკონფერენციას გამართავს. 
თემა: 17 დეკემბერს გასამართი საქართველოს აბსოლუტური ღია ფალავნობა ქართულ ჭიდაობაში. ტურნირში მონაწილეობას მიიღებენ ქართველი და უცხოელი სპორტსმენები. 

15 დეკემბერს, 12:00 საათზე, პარლამენტის პლენარული სხდომა გაიმართება.
მის: ქუთაისი, პლენარულ სხდომათა დარბაზი

15 დეკემბერს, 14:00 საათზე, მარნეულში დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი დევნილ ოჯახებს ბინებს გადასცემს. 
მის: მარნეული, რუსთაველის ქ. N73, გამგეობის ადმინისტრაციული შენობა 

15 დეკემბერს, 14:00 საათზე, სტუდენტური ორგანიზაცია „თაობა XXI საქართველო“ მწერალთა სახლში გამართავს წიგნის პრეზენტაციას, სახელწოდებით: „აფხაზეთი მე ვარ“, ოჩამჩირე ნაწილი პირველი.
მის: სოლოლაკი, ი. მაჩაბლის ქ. N 13 
საკონტაქტო ტელ: 597 800 148

15 დეკემბერს, 14:00 საათზე, სააპელაციო სასამართლოში ,,კაბელების საქმის" განხილვას პარტია „თავისუფალი დემოკრატების" ლიდერების სრული შემადგენლობა დაესწრება. 

15 დეკემბერს, 15:00 საათზე, საგარეო ურთიერთობათა, ევროპასთან ინტეგრაციის, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტების გაერთიანებული სხდომა გაიმართება. 
მის: ქუთაისი, დარბაზი N303

15 დეკემბერს, 18:00 საათზე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორი დავით ლორთქიფანიძე ბოლნისის მუზეუმის ახალ შენობაში მიმდინარე სარემონტო სამუშაოებს დაათვალიერებენ, ასევე, გაიმართება მუზეუმის კონცეფციის პრეზენტაცია.

15 დეკემბერს, 18:30 საათზე, უცხოეთთან ურთიერთობის ინსტიტუტი და გოეთეს ინსტიტუტი, საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან თანამშრომლობით წარმოადგენს ფოტოგამოფენას „დინების მიყოლებით/საწინააღმდეგოდ. თანამედროვე ფოტოგრაფიის ინტერვენცია“. 
მის.: სიონის ქ. #8, იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმი (ქარვასლა), 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სერგეი კირიენკო: რუსეთი მტკიცედ უჭერს მხარს აფხაზეთის სუვერენულ განვითარებას
ელენე ხოშტარია: „ქართული ოცნების“ იზოლაცია შემდგარი ფაქტია
გრიგოლ ბესელია, მზია ამაღლობელის საქმის მოწმე, შსს-ს თანამშრომელი აღარაა
საპატრიარქომ წმინდა სინოდის სხდომის ოქმი გამოაქვეყნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics