01:53 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-14 18:05:02, 2112 ნახვა

ეკონომიკა
ქუმსიშვილი: მთავრობის უმთავრესი ფუნქციაა პირობების შექმნა განვითარებისთვის და შესაძლებლობების მიცემა თითოეული მოქალაქისათვის

ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ მთავრობის უმთავრესი ფუნქციაა პირობების შექმნა განვითარებისთვის და შესაძლებლობების მიცემა თითოეული ჩვენი მოქალაქისათვის, - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა 2017 წლის ბიუჯეტის კანონის საპარლამენტო განხილვისას განაცხადა.
 
პირველი ვიცე-პრემიერის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, 2017 წლის ბიუჯეტი მიმართულია შეუქცევად წინსვლასა და  განვითარებაზე. მისი თქმით, „2017 წლის ბიუჯეტის კანონი არის ქვეყნის ეკონომიკური ზრდის გარანტი და მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მოკლევადიან პერიოდში, რომელიც არის 1 წელი, არამედ საფუძველია ქვეყნის განვითარებისათვის."
 
დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, საქართველოს განვითარება დამოკიდებულია იმ ნაბიჯების თანმიმდევრობაზე, რომელსაც ჩვენ, ხელისუფლება და საზოგადოება, ერთად გადავდგამთ და მომავალი 4 წლის განმავლობაში მივიღებთ შედეგებს.
 
პირველმა ვიცე-პრემიერმა მადლობა გადაუხადა საქართველოს მოსახლეობას საპარლამენტო არჩევნებში გამოხატული ნდობისთვის და აგრეთვე პარლამენტს, რომელმაც მცირე ხნის წინ დაამტკიცა საქართველოს ახალი მინისტრთა კაბინეტი.
 
„ჩვენ მზად ვართ, თქვენთან ერთად გადავლახოთ ის დაბრკოლებები, რომლებიც ჩვენს წინაშეა," - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics