09:48 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-14 18:03:44, 623 ნახვა

სამხედრო
ლევან იზორია ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი საქართველოში აკრედიტებული უცხო ქვეყნების დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრებს განაგრძობს. დღეს, ლევან იზორიამ საქართველოში ჩეხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ტომას პერნიკს უმასპინძლა. შეხვედრას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, ლელა ჩიქოვანი დაესწრო.

თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე მთავარი განსახილველი თემები თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო გეგმები იყო. ლევან იზორიამ ჩეხ დიპლომატს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკურ სტრუტურებში ინტეგრაციის გზაზე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. თავდაცვის მინისტრმა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის პროცესში ჩეხეთის მხარდაჭერა და ჩეხი ექსპერტის მოვლინების მნიშვნელობა ხაზგასმით აღნიშნა. „გვქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრა. განვიხილეთ ორმხრივი თანამშრომლობის კონკრეტული ასპექტები. ჩეხეთი ძალიან აქტიურობს თავდაცვის სფეროში, კერძოდ, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის კუთხით. მომავალ წელს ველოდებით მნიშვნელოვან ვიზიტს, კერძოდ, თავდაცვის მინისტრის ვიზიტი განხორციელდება. სწორედ ამ ვიზიტის ფარგლებში, მომავალში ჩვენ დავგეგმავთ ჩვენი თანამშრომლობის უფრო მაღალ ხარისხში აყვანის საკითხებს“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

საუბარი შეეხო ასევე, ორ ქვეყანას შორის სამხედრო მრეწველობის სფეროში არსებულ ურთიერთობასა და 2017 წლის ორმხრივი თანამშრომლობის გეგმას, რომელზე მუშაობაც მიმდინარეობს. შეხვედრაზე ჩეხეთის რესპუბლიკის თავდაცვის ატაშე, ვიცე-პოლკოვნიკი შტეფან გრივალსკი და ელჩის მოადგილე ჯირი პრეკლიკი იმყოფებოდნენ.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics