11:55 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-14 18:01:55, 970 ნახვა

საზოგადოება
თავდაცვის სამინისტრო: ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა სამცხე-ჯავახეთისა ქვემო ქართლის რეგიონების სამოქალაქო საზოგადოების, მედიის, სტუდენტებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების წარმომადგენლებს თავდაცვის სამინისტროს არმიჰოლში უმასპინძლა. შეხვედრა ეთნიკურ უმცირესობებში ქართული ჯარის პოპულარიზაციას, ასევე მათთვის საქართველოს შეიარაღებული ძალების ამოცანებზე, ტრანსფორმაციის პროცესსა და ნატოსთან თავსებადობის ამაღლების კუთხით მიმდინარე რეფორმებზე, ქართველი მშვიდობისმყოფელების საერთაშორისო მისიებში მონაწილოებასა და სამხედრო განათლებაზე ინფორმაციის მიწოდებას და ქართული ჯარის შესახებ ცნობიერების ამაღლებას ისახავდა მიზნად.

გენერალური შტაბის, კადეტთა სამხედრო ლიცეუმისა და ეროვნული თავდაცვის აკადემიის წარმომადგენლებმა სტუმრებს პრეზენტაციები წარუდგინეს და მათ შეკითხვებს ამომწურავი პასუხები გასცეს. ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების ძირითადი კითხვები კადეტთა სამხედრო ლიცეუმსა და ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში ჩარიცხვასა და სწავლის პირობებს, სამშვიდობო მისიებში მონაწილეობას და მისიიდან დაბრუნების შემდეგ სამხედროების რეაბილიტაციის პროცესს, გარდაცვლილი სამხედროების ოჯახებისთვის სოციალური დახმარების საკითხსა და შეიარაღებულ ძალებში სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლას შეეხო.

სტუმრებისთვის ქართველი სამხედროების საერთაშორისო მისიებში მონაწილეობის შესახებ ფილმის - „ქართველები მსოფლიო მშვიდობისათვის“ ჩვენებაც გაიმართა. ასევე მოეწყო ავღანეთსა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში მიმდინარე სამშვიდობო მისიებში ქართველი სამხედროების მონაწილეობის ამსახველი ფოტოგამოფენა.

ეთნიკურ უმცირესობასთან საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლების შეხვედრა თავდაცვის სამინისტროსა და არასამთავრობო ორგანიზაცია „მრავალეროვანი საქართველოს“ ორგანიზებით გაიმართა.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
დიდი ბრიტანეთი სამხედრო ბანკის შექმნას გეგმავს
შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 84 პირი დააკავა
ონლაინ პლადფორმა „ისურვე“ გამოწერ ნივთებს აგვიანებს, ან თანხებს არ აბრუნებს, პლადფორმა გააფრთხილეს
თიბისის მხარდაჭერით „ქოლგა თბილისი ფოტო“ 25-ე საიუბილეო წელს აღნიშნავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics