01:53 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-14 15:44:38, 2078 ნახვა

ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი: ტურიზმიდან შემოსავალმა 2 მილიარდ დოლარს გადააჭარბა

ტურიზმის სფეროში გატარებული პოლიტიკის შედეგად ყოველწლიურად იზრდება ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი, - ამის შესახებ პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვლმა 2017 წლის ბიუჯეტის საპარლამენტო განხილვისას განაცხადა.

როგორც ქუმსიშვილმა აღნიშნა, 2016 წლის 11 თვის მონაცემების მიხედვით ტურიზმიდან შემოსავალმა გადააჭარბა 2.0 მილიარდ დოლარს, რაც 2012 წლის ამავე პერიოდთან მიმართებაში 55%-იანი ზრდაა.

ფინანსთა მინისტრის ინფორმაციით, 2015 წლის 11 თვის მონაცემებით საქართველოს აეროპორტებში მგზავრების რაოდენობამ შეადგინა 2.638 მლნ კაცი. მგზავრების ზრდამ შეადგინა 25% 2015 წელთან შედარებით და 103% 2012 წელთან მიმართებაში. რაც შეეხება ფრენების რაოდენობას, 2016 წლის 11 თვეში ამ მაჩვენებელმა 13 924 შეადგინა, რაც 11 პროცენტით მეტია წინა წელთან შედარებით.

დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, 2012 წელთან შედარებით საქართველოს აეროპორტებში 18%-ით გაიზარდა ფრენების რაოდენობა. 2016 წლის 11 თვის მონაცემებით ვიზიტორების რაოდენობამ შეადგინა 5.865 მლნ ადამიანი 8%-ით მეტი 2015 წლის შესაბამის პერიოდთან მიმართებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics