17:32 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-25 10:12:14, 311 ნახვა

პოლიტიკა
დედაქალაქის 2015 წლის ბიუჯეტში ცვლილებები იგეგმება

დედაქალაქის მერი დავით ნარმანია „ქამრების შემოჭერის“ საკითხს ეხმაურება.

როგორც მან დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, მერიამ ადმინისტრაციული ხარჯების დაზოგვა 2014 წლის აგვისტოში დაიწყო.

მისივე თქმით, დედაქალაქის ბიუჯეტში 2014 წლის სექტემბერში  ადმინისტრაციული ხარჯებისთვის განკუთვნილი თანხა მილიონ 300 000 ლარამდე  შეამცირეს და ეს პოლიტიკა 2015 წლის თბილისის ბიუჯეტის დაგეგმის დროსაც გაგრძელდა.

„“ქამრების შემოჭერასთან“  დაკავშირებით არაერთგვაროვანი განცხადებები გაკეთდა. ჩვენ „ქამრების შემოჭერა“ და ადმინისტრაციული ხარჯების დაზოგვა დავიწყეთ მას შემდეგ , რაც ჯერ კიდევ 2014 წლის აგვისტოში თბილისის მერიაში  მოვედი.  კერძოდ, სექტემბერსა  და დეკემბერში, ბიუჯეტში განხორციელდა ცვლიებები მილიონ 300 000 ლარამდე. ადმინისტრაციული ხარჯები შევამცირეთ და ეს პოლიტიკა გავაგრძელეთ, როცა 2015 წლის ბიუჯეტი დავგეგმეთ. 2015 წლის ბიუჯეტში თავდაპირველადვე ჩვენ ჩავდეთ საკმაოდ შემცირებული ამდინისტრაციული ხარჯები.  მიუხედავად ამისა , როცა 2015 წლის 6 მარტს საქართველოს მთავრობის განკარგულება გამოიცა და მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, ადმინისტრაციული ხარჯების შემცირებაზე,  დედაქალაქის  ბიუჯეტს კვლავ რევიზია ჩავუტარეთ  და ჯამში მივიღეთ მილიონ 800 000 ლარზე მეტი, საიდან მილიონ 300 000 ლარი ეს არის უშუალოდ ადმინისტრაციული ხარჯების შემცირება. ხოლო მილიონ 553 000 ლარი –  ეს არის საპრემიერო  ფონდის შემცირება“, – აღნიშნა ნარმანიამ.

ნარმანიას  განცხადებით, 2015 წლის ბიუჯეტში მერია ცვლილებების პროექტს ამზადებს, რომლის ფარგლებშიც რამდენიმე მილიონი ლარი ინფრასტრუქტურულ ხარჯებშიც იქნება გადატანილი.

„2015 წლის ბიუჯეტში ცვლილებების პროექტს ვამზადებთ, რომლის ფარგლებშიც რამდენიმე მილიონი ლარი ცალკეული მუხლებიდან იქნება დაზოგილი და გადატანილი ინფრასტრუქტრულ ხარჯებში, რათა ამით ხელი შევუწყოთ და გადავახალისოთ ეკონომიკური ზრდა“,– განაცხადა დავით ნარმანიამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვში, ოპოზიციურ Новая газета-ს ოფისში ჩხრეკა მიმდინარეობს
კაცი, რომელსაც პარლამენტთან პოლიციამ ბორკილები დაადო, ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული
ოპოზიციის ალიანსი: 9 აპრილი სიმბოლოა, რომ ქართველები თავისუფლებისთვის ბრძოლას არ შეწყვეტენ
მაგთიკომი: ინტერნეტის გათიშვა გლობალურ ქსელზე შექმნილმა პრობლემამ გამოიწვია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics