23:03 - 03 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-12 23:31:28, 839 ნახვა

სპეციალური ანონსი
13 დეკემბრის სპეციალური ანონსი

13 დეკემბერს, 09:00 საათზე, იუსტიციის სახლის მესამე სართულზე „განახლებადი ენერგიის პოლიტიკის ქსელი 21 საუკუნისათვის“ REN21-ისა და ევროპისათვის გაეროს ეკონომიკური კომისიის (UNECE) ერთობლივი ორგანიზებითა და საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს მხარდაჭერით მაღალი დონის შეხვედრა გაიმართება. 
თემა: ”საქართველოში განახლებადი ენერგიის განვითარების ახალი შესაძლებლობები”. 
მის: სანაპიროს ქ. #2 

13 დეკემბერს, 10:00 საათზე, „საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის“ (GEA) ორგანიზებით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკი) ბიზნესსექტორს შეხვდება. 
მის.: ბელიაშვილის ქ. #8, მე-3 სართული (ტელეკომპანია „მაესტროს“ გვერდით)

13 დეკემბერს, 11:00 საათზე, „საყდრისის კომიტეტი კულტურული მემკვიდრეობისთვის“ „პრაიმ ტაიმის“ პრეს-კლუბში ბრიფინგს გამართავს.
თემა: კომიტეტი აწესებს სპეციალურ პრიზს, რომელიც ყოველი წლის 13 დეკემბერს კულტურული მემკვიდრეობის ხელყოფაში შეტანილი წვლილისთვის ამ მხრივ გამორჩეულ პირებსა და ორგანიზაციებს გადაეცემათ. 
საკონტაქტო პირები: ნინო ბურჭულაძე - 551 191155, ირაკლი მამალაძე - 577100202

13 დეკემბერს, 12.00 საათზე, მირზა გელოვანის სახელობის თბილისის ბიბლიოთეკაში საქართველოში პირველი ინტერნეტსერვის ცენტრი გაიხსნება. გახსნის ცერემონიაში მონაწილეობას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია, საქართველოს მთავრობის და თბილისის მერიის სხვა წარმომადგენლები მიიღებენ.
მის.: ვაჟა-ფშაველას N 99

13 დეკემბერს, 14.00 საათზე, დაბა ზაჰესში, ,,საქართველოს ცემენტის კომპანია“ (GCC) ბეტონის ქარხნის პრეზენტაციას გამართავს. პრეზენტაციას ეკონომიკის მინისტრი გიორგი გახარია, რეგიონული განვითარებისა და ინფრაქსტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე, თბილისის მერი დავით ნარმანია და სხვა ოფიციალური პირები დაესწრებიან.

13 დეკემბერს, 15:00 საათზე, ქუთაისში, პარლამენტში უმცირესობის სხდომა გაიმართება, სადაც დეპუტატები ფინანსთა მინისტრს მოუსმენენ

13 დეკემბერს, 16:00 საათზე, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში საქართველოს ეროვნული მუზეუმისა და ფრანგული ინსტიტუტის ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამის პრეზენტაცია „ვისწავლოთ ფრანგული მუზეუმში“ გაიმართება.

13 დეკემბერს, 18:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“, ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, დოქტორი მატიას რიდლი წაიკითხავს საჯარო ლექციას: „აპოკალიფსური ძალადობა და გლობალური კრიზისის ხედვა“.

13 დეკემბერს, 18:30 საათზე, საქართველოს ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართება ზაზა ბიბილაშვილის ახალი წიგნის - ”პოეზია, დანარჩენი ლიტერატურა, და დანარჩენი" პრეზენტაცია.
მის: გუდიაშვილის ქ. #7, ეროვნული ბიბლიოთეკა, მე-3 კორპუსი, საგამოფენო დარბაზი.

13 დეკემბერს, 19:00 საათზე, „თიბისი გალერეაში“ გაიმართება ფოტოგრაფ ბექა ჯავახიშვილის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა, სახელწოდებით „ანარეკლი“.
მის: მარჯანიშვილის ქ. #7, „თიბისი ბანკის“ სათავო ოფისი, მე-4 სართული
საკონტაქტო პირი მზეხა მახარაძე - 593 59 28 72 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სერგეი კირიენკო: რუსეთი მტკიცედ უჭერს მხარს აფხაზეთის სუვერენულ განვითარებას
ელენე ხოშტარია: „ქართული ოცნების“ იზოლაცია შემდგარი ფაქტია
გრიგოლ ბესელია, მზია ამაღლობელის საქმის მოწმე, შსს-ს თანამშრომელი აღარაა
საპატრიარქომ წმინდა სინოდის სხდომის ოქმი გამოაქვეყნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics