21:42 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-12 19:01:21, 2609 ნახვა

სამართალი
ბადრი პატარკაციშვილის ოჯახი განცხადებას ავრცელებს

ბადრი პატარკაციშვილის ოჯახი განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ინგლისში ჩატარებულ სასამართლოზე, ვანო ჩხარტიშვილის სახელით, მისივე ადვოკატის მიერ გავრცელებული ინფორმაცია  სიმართლეს არ შეესაბამება.

„ინგლისის სასამართლომ დაადგინა, რომ ვანო ჩხარტიშვილმა უსინდისოდ მიითვისა ბადრი პატარკაციშვილის  ქონება. ეს დასკვნა ინგლისის სასამართლოს არ შეუცვლია. ვანომ მხოლოდ შეძლო გაერთულებინა მისგან თანხის ამღების პროცედურა, საქართველოში სარჩელის ხანდაზმულობის ცნების გამოყენებით. ჩვენ ვაპირებთ,  ინგლისში,  ამ ტექნიკური გადაწყვეტილების გასაჩივრებას“, - ნათქვამია განცხადებაში.

პატარკაციშვილის ოჯახი ინგლისელი ადვოკატების კომენტარსაც ავრცელებს:

„ვანოს ჩვენება სრულად შემოწმდა ინგლისის სასამართლოში და ის თაღლითურად იქნა ცნობილი. ამასთან დაკავშირებით არაფერი შეცვლილა. ვანომ შეძლო მიეღწია წარმატებისთვის დამატებითი დაცვის შექმნაში, მისი ქმედებების გამო ფულის გადახდის თავიდან არიდებაში, მაგრამ ვანოს ქმედებებს,  ინგლისის სასამართლო, კვლავ თაღლითურად მიიჩნევს. ჩვენთვის გაუგებარია ის განცხადება, რომელიც ვანოს ინგლისელმა ადვოკატებმა გაავრცელეს, იმის შესახებ, რომ ინგლისის სააპელაციო სასამართლომ ვითომ გააუქმა ეს დასკვა“.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
WSJ: აშშ-სა და ისრაელის დაბომბვებმა ირანს ბირთვული ბომბის შექმნის შესაძლებლობა არ წაართვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics