|
2016-12-12 15:37:36, 2252 ნახვა
სამართალი
ვანო ჩხარტიშვილი პატარკაციშვილის ოჯახთან დაახლოებული ორგანიზებული ჯგუფის მხილებას გეგმავს
ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი იმ პირების მხილებას გეგმავს, რომლებიც ბადრი პატარკაციშვილის ოჯახთან დაახლოებულები იყვნენ და ჩხარტიშვილისთვის გარკვეული აქტივების გამოძალვას ცდილობდნენ. ამის შესახებ ჩხარტიშვილის ადვოკატმა იმედა დვალიძემ განაცხადა. „იმ პირებს, რომლებიც ბადრი პატარკაციშვილის ოჯახს მიეტმასნენ და ფინანსური დაინტერესებისთვის ცდილობდნენ ჩხარტიშვილი დაეშანტაჟებინათ და გარკვეული აქტივები თუ თანხები გამოეძალათ, გამოვააშკარავებთ. უახლოეს მომავალში გავასაჯაროებთ კონკრეტულ მასალებს, რათა ამ ორგანიზებული ჯგუფის მხილება მოვახდინოთ. ამ ჯგუფის მოქმედებებთან დაკავშირებით საზოგადოებას ინფორმაციას თავად ვანო ჩხარტიშვილი მიაწვდის. ამ ეტაპზე, ამ ადამიანებს არ დავასახელებთ. იმედი მაქვს, რომ ამ გადაწყვეტილების შემდეგ პატარკაციშვილის ოჯახი მორალურ პასუხისმგებლობას იგრძნობს და ბოდიშს მოიხდის. ამ სამართლებრივ სივრცეში ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ მათი პრეტენზიების უსაფუძვლობა ბოლომდე დადასტურებულია. ვანო ჩხარტიშვილისთვის ეს ერთგვარი ღირსების საკითხი იყო და მინდა კმაყოფილება გამოვხატო, რომ სიმართლე მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სანდო და კომპეტენტური სასამართლოს მიერ დადგინდა“,- განაცხადა პრესკონფერენციაზე იმედა დვალიძემ. ადვოკატის ინფორმაციით, ლონდონის სააპელაციო სასამართლომ 9 დეკემბერს დაუშვებლად სცნო ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილის წინააღმდეგ ბადრი პატარკაციშვილის ოჯახის სარჩელი და პირველი ინსტანციის მოსამართლის გადაწყვეტილება გააუქმა. „ვანო ჩხარტიშვილმა აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით დავა წარმატებით დაასრულა ჯერ კიდევ 2013 წელს. სასამართლო დავები საქართველოს სასამართლოებშიც მიმდინარეობდა. საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების გადაწყვეტილებით პატარკაციშვილების პრეტენზიები არ დაკმაყოფილდა. ჩვენ ყოვლეთვის ვცდილობდით, რომ ისეთი განცხადება არ გაგვეკეთებინა, რაც ბადრი პატარკაციშვილის ოჯახს ჩრდილს მიაყენებდა, თუმცა პატარკაციშვილების ოჯახისგან ბოლო ოთხი წლის განმავლობაში სანაცვლოდ ვანო ჩხარტიშვილის დისკრედიტაციის მცდელობებს ვიღებდით“,- განაცხადა ადვოკატმა იმედა დვალიძემ. ადვოკატმა პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ ლონდონის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე პიტერ სმიტს, რომელიც ჩხარტიშვილის წინააღმდეგ საქმეს იხილავდა, არაეთიკური საქმიანობის გამო უფლებამოსილება შეუჩერდა. ადვოკატი არ გამორიცხავს, რომ ვანო ჩხარტიშვილმა მორალური ზიანის ანაზღაურება მოითხოვოს, რადგან მისივე თქმით „ბიზნესმენი ოთხი წლის განმავლობაში უსაფუძვლო ბრალდებებისა და ცილისმწამებლური განცხადებების ადრესატი იყო“. ჩხარტიშვილის ადვოკატის ინფორმაციით, მოსარჩელე მხარეს გადაწყვეტილების გასაჩივრება მესამე ინსტანციაში - უზენაეს სასამართლოში შეუძლია.
„ბრიტანეთის სასამართლო პრაქტიკიდან გამომდინარე, უზენაესი ინსტანცია განიხილავს მხოლოდ იმ კატეგორიის საჩივრებს, თუ ეს საქმე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის საგანს წარმოადგენს ან გარკვეული სამართლებრივი პრეცედენი არ გააჩნდა. სწორედ ამიტომ ვაფასებს ამ დავას დასრულებულად ვანო ჩხარტიშვილის სასარგებლოდ“,- აღნიშნა ადვოკატმა. 2012 წლის დეკემბერში პატარკაციშვილის ოჯახმა მთავარ პროკურატურას მიმართა და მოითხოვა ვანო ჩხარტიშვილის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრა. ერთ თვეში თბილისის პროკურატურამ გამოიტანა დადგენილება, რომლის მიხედვითაც 9 ეპიზოდზე გამოძიება შეწყდა. პროკურატურამ განაცხადა, რომ ეს საქმეები სისხლის სამართლის დანაშაულს არ შეიცავდა და სამოქალაქო დავის საგანი იყო. პატარკაციშვილის ოჯახმა დავა ლონდონის სასამართლოში განაგრძო.მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, 2013 წელს, ოფშორულ ზონაში, კერძოდ, ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებულმა ორმა კომპანიამ-"ბლუ ტროპიკმა'' და "კოპელამ'' ინგლისის სასამართლოში სარჩელი აღძრა.სარჩელი ეხებოდა საქართველოში არსებულ უძრავ ქონებას და საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიებში არსებულ წილებს. დოკუმენტების მიხედვით, "ბლუ ტროპიკსა'' და "კოპელაში'' წილებს ფლობს დისკრეციული სატრასტო კომპანია "ნაილ ტრასტი'', რომლის პირდაპირ მითითებული ბენეფიციარი მფლობელი იყო ბადრი (არკადი) პატარკაციშვილი. ამ სარჩელზე მოპასუხე მხარეს ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი წარმოადგენდა, რომელსაც ბადრი პატარკაციშვილთან საქმიანი ურთიერთობები აკავშირებდა. (NS)
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
WSJ: აშშ-სა და ისრაელის დაბომბვებმა ირანს ბირთვული ბომბის შექმნის შესაძლებლობა არ წაართვა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)