17:33 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-24 20:05:05, 458 ნახვა

პოლიტიკა
საქართველოში ოფიციალური ვიზიტით აშშ-ს ომის ეროვნული კოლეჯის დელეგაცია იმყოფება

  ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ არჩილ ყარაულაშვილმა  აშშ-ს ომის ეროვნული კოლეჯის დელეგაციის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.

შეხვედრაზე, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა, მხარეებმა საქართველოს ნატოსა და ევროკავშირთან ურთიერთობების მიმდინარეობასა და ამ მიმართულებით უახლოეს პერიოდში გადასადგმელ ნაბიჯებზე ისაუბრეს. 

სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ მადლობა გადაუხადა აშშ-ს მხარეს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე  აქტიური მხარდაჭერისთვის. მან ასევე, ხაზი გაუსვა არსებითი ღონისძიებების პაკეტით გათვალისწინებული ელემენტების დროულად განხორციელების აუცილებლობას და ამ პროცესში აშშ-ს და ნატოს სხვა წევრი ქვეყნების მხარდაჭერის მნიშვნელობას. არჩილ ყარაულაშვილმა ისაუბრა იმ მოლოდინებზე, რომელიც საქართველოს აქვს როგორც ნატოს ვარშავის, ასევე, აღმოსავლეთის პარტნიორობის რიგის სამიტიდან. 

საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასა და უკრაინაში მიმდინარე მოვლენების ფონზე რეგიონში შექმნილ უსაფრთხოების მდგომარეობას. ხაზი გაესვა მზარდი რუსული პროპაგანდის კონტექსტში ნატოსა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან სტრატეგიული კომუნიკაციის საკითხებზე თანამშრომლობის მნიშვნელობას. 

თავის მხრივ, აშშ-ს მხარემ განსაკუთრებით აღნიშნა ევროატლანტიკური უსაფრთხოების განმტკიცებაში საქართველოს მიერ  შეტანილი წვლილი, დადებითად შეაფასა ევროკავშირთან და ნატოსთან ინტეგრაციის კუთხით ჩვენი ქვეყნის მიერ მიღწეული წარმატებები და კიდევ ერთხელ დაადასტურა მხარდაჭერა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვში, ოპოზიციურ Новая газета-ს ოფისში ჩხრეკა მიმდინარეობს
კაცი, რომელსაც პარლამენტთან პოლიციამ ბორკილები დაადო, ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული
ოპოზიციის ალიანსი: 9 აპრილი სიმბოლოა, რომ ქართველები თავისუფლებისთვის ბრძოლას არ შეწყვეტენ
მაგთიკომი: ინტერნეტის გათიშვა გლობალურ ქსელზე შექმნილმა პრობლემამ გამოიწვია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics