2016-12-10 21:35:27, 2185 ნახვა
სამართალი
პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე დაკავებულები მთავარ სამმართველოში გადაიყვანეს
პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციაზე დაკავებულები მთავარ სამმართველოში გადაიყვანეს.
ამ წუთებში აქციამ უკვე დიღომში სამმართველოსთან გადაინაცვლა, სადაც როგორც რიგითი მოქალაქეები, ასევე აქციაში მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებიც იმყოფებიან.
"თეთრი ხმაურის მოძრაობის" ორ აქტივისტს უკვე ხვდებიან ადვოკატები და ასევე ადგილზე იმყოფება სახალხო დამცველის წარმომადგენელი, რომელიც მონიტორინგს გაუწევს მიმდინარე პროცესს.
ცნობისთვის, თბილისში, პარლამენტის შენობის წინ, სადაც „თეთრი ხმაურის მოძრაობა“ ნარკოპოლიტიკის წინააღმდეგ საპროტესტო აქციას მართავს, ორი პირი დააკავეს. როგორც „ექსპრესნიუსს“ შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, აქციის მონაწილეების დაკავება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით მოხდა, რაც პოლიციელის კანონიერი განკარგულებისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან