08:01 - 09 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-10 15:33:42, 1990 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
იანოშ ჰერმანი: ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, საქართველო საკმაოდ კარგ პროგრესს განიცდის

ევროკავშირის ელჩის, იანოშ ჰერმანის განცხადებით, ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, საქართველო საკმაოდ კარგ პროგრესს განიცდის.

ამი შესახებ ჰერმანმა სახალხო დამცველის წლიური ანგარიშის წარდგენის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

"დღეს სახალხო დამცველისგან ყოველწლიური ანგარიში მოვისმინეთ. უნდა ვთქვა, რომ ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით საქართველო კარგად ვითარდება და ჩვენ გვეამაყება, რომ ეს ევროკავშირთან თანამშრომლობის ფონზე მიმდინარეობს. ანგარიშის თანახმადაც არის რამდენიმე სფერო, რომელიც ადამიანების უფლებების დაცვის კუთხით გარკვეულ სტანდარტებამდე მიღწევას საჭიროებს, თუმცა საბოლოო შედეგი მაინც დადებითია.  ანგარიშიდან ჩანს, რომ ძირითადი პრობლემები მაინც ქალთა მიმართ ძალადობასა და უმცირესობების დისკრიმინაციას ეხება. მიმაჩნია, რომ უნდა შეიქმნას შესაბამისი კონტროლის მექანიზმები, რომლებიც ამ სფეროს უფრო მკაცრად დაარეგულირებენ. დღეს, ქალბატონმა ეკა ბესელიამ აღნიშნა, რომ პარლამენტი გარკვეულ ზომებს მიიღებს ამ სფეროს დასარეგულირებლად და ვთვლი, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი განცხადებაა", - განაცხადა ჰერმანმა.

ელჩის თქმით, ევროკავშირი ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში საქართველოსთან თანამშრომლობას გააგრძელებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თეთრ სახლში თქვეს, რომ ტრამპი რუტესთან შეხვედრაზე NATO-ს დატოვების შესაძლებლობასაც განიხილავს
ირანი აშშ-ს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რამდენიმე პუნქტის დარღვევაში ადანაშაულებს
ირანული მედია: თეირანში აფეთქებების ხმა გაისმა
რუსეთის ნავთობიდან შემოსავალმა 2022 წლის შემდეგ მაქსიმუმს მიაღწია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics