22:58 - 03 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-10 00:17:29, 807 ნახვა

სპეციალური ანონსი
10 დეკემბრის სპეციალური ანონსი

10 დეკემბერს, 10:00 საათზე, მაღალი ტექნოლოგიებისა და ინოვაციების ცენტრში - ტექნოპარკი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის „კულტურა და კრეატიულობა“ ერთობლივი ორგანიზებით, სტუდენტებისთვის ინტერდისციპლინური ბიზნესისგანვითარების სემინარი TeamLab Georgia გაიმართება.
მის. ოქროყანა, ინოვაციების ქ. #7

10 დეკემბერს, 11:00 საათზე, სასტუმრო „ჰოლიდეი ინნში“ სახალხო დამცველი დიპლომატიური კორპუსის, ხელისუფლების, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ ანგარიშს წარუდგენს.

10 დეკემბერს, 11:00 საათზე, ბიზნესისა და ტექნლოგიების უნივერსიტეტში კიბერუსაფრთხოების თემაზე, პარტნიორ ტექნოლოგიურ კომპანიებთან, ISSP Georgia - სთან და Kyiv Cyber Academy-სთან ერთად, გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა ინფორმაციული უსაფრთხოებისა და კიბერუსაფრთხოების საკითხებზე.
მის: თბილისი, ბაგები, ი. ჭავჭავაძის #82, (სამხარაულის სახ. ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ამოსახვევი), ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სივრცე

10 დეკემბერს, 11:00 საათზე, სასტუმრო „ჰოლიდეი ინნში“ სახალხო დამცველი დიპლომატიური კორპუსის, ხელისუფლების, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ ანგარიშს წარუდგენს.

10 დეკემბერს, 12:00 საათზე, "თავისუფალი საქართველოს" აღმასრულებელი მდივანი თენგიზ ჯგუშია ბრიფინგს გამართავს.
თემა: "გიორგი კვირიკაშვილი ბანკების ადვოკატია".
მის: ონიაშვილის ქ. #80
ტელ: 597 35 22 88

10 დეკემბერს, 12:40 საათზე, სასტუმრო ZP Palace-ში, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი მასწავლებლებისთვის მეოთხე ეროვნულ კონფერენციას გამართავს. 
მის: მარჯანიშვილის ქ. N44/48

10 დეკემბერს, 13:00 საათზე, სახალხო დამცველი მეტრო „რუსთაველის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით აქციას გამართავს.

10 დეკემბერს, 14:00 საათზე, დიღომში, ოლიმპიური სტადიონების ავტოსადგომთან ავტომოყვარულები, ავტომობილების იმპორტიორები, დილერები, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და რიგითი მოქალაქები საპროტესტო აქციას გამართავენ. 15:00 საათზე კი პარლამენტის მიმართულებით მსვლელობას მოაწყობენ. 
საკონტაქტო პირი ივანე ქებაძე - 596 96 93 93

10 დეკემბერს, 14:00 საათზე, კლინიკა „ბაზის“ ტერიტორიაზე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და სოციალური პედიატრიის დაცვის ფონდის საქველმოქმედო აქცია გაიმართება, რომლის ფარგლებშიც კსუ-ს მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტების 6-დან 18 თვემდე ასაკის ბავშვებს უფასო გამოკვლევები ჩაუტარდებათ.
მის.: ლუბლიანას ქ. N21
საკონტაქტო პირები: ნინო ზვიადაური - 558 682 286, ბექა მანაგაძე - 598 568 081 

10 დეკემბერს, 15:00 საათზე, ბორჯომში, სასტუმრო რიქსოსში საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების გასვლითი სხდომა გაიმართება. შეხვედრაზე გაერთიანება 2015-2016 წლებში გაწეული საქმიანობის ანგარიშით წარსდგება. ანგარიშს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძე და პარლამენტის დარგობრივი კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე დაესწრებიან.

10 დეკემბერს, 15:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“ USAID-ის პროექტი - „მმართველობა განვითარებისათვის (G4G) - და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი საჯარო ლექციას გამართავს ეკონომიკური ჟურნალისტიკის შესახებ, რომელსაც ამერიკელი ჟურნალისტი რაიან ჩილკოტე წაიკითხავს.
მის: ჭავჭავაძის გამზ. #32, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

10 დეკემბერს, 15:00 საათზე, სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ თბილისში“, საქართველოს მეგზევეთა ასოციაციის და საავტომობილო გზების დეპარტამენტის ორგანიზებით, "მეგზევის დღე" აღინიშნება. 
მის: 26 მაისის მოედანი #1
საკონტაქტო პირი თამაზ შილაკაძე - 577 41 95 56

10 დეკემბერს, 15:00 საათზე, ახალგაზრდული მედია კავშირი, კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის, თბილისის მერიის გენერალური მხარდაჭერით, შშმ პირთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარლებში დასკვნით ღონისძიებას გამართავს. 
მის: ინგოროყვას ქ. #19 (პარლამენტის შენობის უკან), გალერეა“ სფუმატო“
საკონტაქტო პირი ხათო გავაშელი - 551902323





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სერგეი კირიენკო: რუსეთი მტკიცედ უჭერს მხარს აფხაზეთის სუვერენულ განვითარებას
ელენე ხოშტარია: „ქართული ოცნების“ იზოლაცია შემდგარი ფაქტია
გრიგოლ ბესელია, მზია ამაღლობელის საქმის მოწმე, შსს-ს თანამშრომელი აღარაა
საპატრიარქომ წმინდა სინოდის სხდომის ოქმი გამოაქვეყნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics